ესპანეთისა და არგენტინის ნაკრებების ფან-კლუბები ბარსამანიაზე

ესპანეთისა და არგენტინის ნაკრებების ფან-კლუბები ბარსამანიაზე

საკლუბო სეზონის დასრულების შემდეგ, ფეხბურთის ქომაგთა ყურადღება ძირითადად სამხრეთ აფრიკაში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატისკენაა მიმართული. გადავწყვიტეთ მსოფლიო ფეხბურთში მიმდინარე მოვლენებს არც ჩვენ ჩამოვრჩეთ და ჩვენი საიტი, მუნდიალის მიმდინარეობის დროს, შეითავსებს ესპანეთისა და არგენტინის ეროვნული ნაკრებების ფან-კლუბის ფუნქციასაც.

ალბათ, მიზეზი ყველასთვის გასაგებია, თუ რატომ იქნა არჩეული ეს ნაკრებები - "ფურია როხას" შემადგენლობაში "ბარსელონას" 8 ფეხბურთელი თამაშობს, ხოლო "ალბისელესტეს" იმედი კატალონიური კლუბის უმთავრესი ვარსკვლავი, ლიონელ მესია.

დღეიდან, მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე, ჩვენი საიტი ისეთივე რეჟიმში მოგაწვდით ესპანეთისა და არგენტინის ეროვნული ნაკრებების შესახებ სიახლეებს, როგორც ეს "ბარსელონასთან" შემთხვევაში ხდებოდა (ბუნებრივია, "ბარსელონას" შესახებ ინფორმაციებს ჩვეულად მოგაწვდით). გარდა სიახლეებისა, შემოგთავაზებთ ამ გუნდების მიერ მსოფლიო ჩემპიონატზე ჩატარებული მატჩების სრულ ჩანაწერებს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.