დანი ალვეშმა ბრაზილიის გამარჯვებაში შეიტანა წვლილი

დანი ალვეშმა ბრაზილიის გამარჯვებაში შეიტანა წვლილი

დანი ალვეშმა 90 წუთი დაჰყო მოედანზე ბრაზილიისა და ბოსნიის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ ამხანაგურ მატჩში. შეხვედრა ბრაზილიელთა გამარჯვებით, ბოლო წუთებზე გატანილი გადამწყვეტი გოლით დასრულდა (2:1). თამაშში არცთუ ბევრი საგოლე მომენტი შეიქმნა. ბოსნიელები თავს თითქმის მთელი შემადგენლობით იცავდნენ. მათ ბრაზილიელებს გამარჯვება ავტოგოლით მოუტანეს.

 

"ბარსას" მცველმა მონაწილეობა მიიღო ბრაზილიის პირველ გოლში, გაუკეთა რა გამჭოლი პასი მარსელოს, რომელმაც ბურთი მეტოქის კარის ბადეში გაახვია. ეს მოხდა შეხვედრის მე-3 წუთზე, რამაც შექმნა შთაბეჭდილება, რომ გულშემატკივრები ბრაზილიელების მხრიდან გოლების წვიმას იხილავდნენ, თუმცა, მას შემდეგ, რაც მოედნის ცენტრში ნახევარმცველებმა ბურთი დაჰკარგეს, სეზარმა შეცდომა დაუშვა და ბოსნიელებს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცა.

 

მატჩის მეორე ნახევარში დანი ალვეშს, რომელიც მარსელოსთან ერთად ყველაზე აქტიური იყო, საჯარიმოს შესრულებით ანგარიშში უპირატესობის მოპოვება შეეძლო, თუმცა მისი დარტყმული ბურთი კარს ასცდა.

 

"ბარსელონას" კიდევ ერთი ფეხბურთელს - ადრიანოს, რომელიც ნაკრებში იყო გამოძახებული, მონაწილეობა არ მიუღია შეხვედრაში.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.