მოურინიოს პრეს-სპიკერი: "ბუსკეტსმა "ატლეტიკოსთან" ითამაშა მამამისის მსგავსად"

მოურინიოს პრეს-სპიკერი: "ბუსკეტსმა "ატლეტიკოსთან" ითამაშა მამამისის მსგავსად"

როგორც ესპანური პრესა იუწყება, ჟოზე მოურინიოს პრეს-სპიკერმა ელადიო პარამესმა ხელიდან არ გაუშვა შანსი, რათა კბილი გაეკრა ბოლო მატჩისთვის კატალონიის "ბარსელონასა" და მადრიდის "ატლეტიკოს" მონაწილეობით.

 

ხსენებულ დაპირისპირებაში, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატის 25-ე ტურის ფარგლებში ჩატარდა, კატალონიელებმა გაიმარჯვეს, ანგარიშთ 1:2, თუმცა ბევრი მიიჩნევს, რომ ერთ-ერთ ეპიზოდში "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმა საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა. აღიშნულზე არბიტრმა რეაგირება არ მოახდინა.

 

"გენეტიკა ფანტასტიკური რამაა. ბუსკეტსმა ითამაშა ისე, როგორც ერთ დროს მამამისმა, თუმცა შვილს ხელთათმანები არ ჰკეთებია." - განაცხადა პარამესმა.

 

შეგახსენებთ, რომ პარამესს მხედველობაში ჰყავდა კარლოს ბუსკეტსი, რომელიც თავის დროზე "ბარსელონას" კარს იცავდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.