ფალკაო: "იქნებ არბიტრი ბრმა იყო?"

ფალკაო: "იქნებ არბიტრი ბრმა იყო?"

ესპანეთის ჩემპიონატის 25-ე ტურის ფარგლებში, მადრიდის "ატლეტიკოსა" და კატალონიის" ბარსელონას" შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, დედაქალაქელთა გუნდის ფეხბურთელმა რადამელ ფალკაომ უკმაყოფილება გამოხატა სერხიო ბუსკეტსის ხელით თამაშთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ "ატლეტიკო" საკუთარ მოედანზე დამარცხდა, ანგარიშით 1:2. მასპინძელთა მხრიდან სწორედ ფალკაომ მოახერხა გოლის გატანა, კუთხურიდან ჩაწოდებული პასის შემდეგ.

 

მატჩის მეორე ნახევარში კატალონიელთა ფეხბურთელმა, სერხიო ბუსკეტსმა საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა, თუმცა მსაჯმა ჯარიმა არ დააფიქსირა.

 

"ვფიქრობ, რომ მსაჯი (პერეს ლასა) იყო ერთადერთი ადამიანი, ვინც ვერ დაინახა ბუსკეტსის მიერ ხელით თამაში. იქნებ ის მართლა ბრმაა?" - დაწერა თავის Twitter-ში რადამელ ფალკაომ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.