"ბარსელონა" რობენით დაინტერესდა

"ბარსელონა" რობენით დაინტერესდა

მიუნხენის "ბაიერნისა" და ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი არიენ რობენი "ბარსელონას" ინტერესთა სფეროში მოექცა, გვაუწყებს EL Mundo Deportivo.

კატალონიელთა მთავარ მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას სურს მისი გადმობირება. გვარდიოლას კარგად ესმის, რომ კლუბს ჰოლანდიელი გარემარბის შეძენა სერიოზული თანხა დაუჯდება. "ბლაუგრანას" ჰოლანდიელ ფეხბურთელში მინიმუმ 40 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. შეგახსენებთ, რომ არიენ რობენი გასულ ზაფხულს მადრიდის "რეალიდან" გადავიდა მიუნხენის "ბაიერნში", სადაც 2009/10 წლების სეზონში 37 მატჩში 23 გოლი გაიტანა. 

წყარო: Soccer.ru

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.