პინა: ”სანამ მესი თამაშობს ”ოქროს ბურთის” სხვა გამარჯვებული არ იქნება”

პინა: ”სანამ მესი თამაშობს ”ოქროს ბურთის” სხვა გამარჯვებული არ იქნება”


”გრანადას” პრეზიდენტმა, კიკე პინამ განაცხადა, რომ ლეო მესი სანამ ითამაშებს მუდმივად მოიგებს ”ოქროს ბურთს”, ხოლო ისეთი ფეხბურთელები, როგორიც კრიშტიანუ რონალდუა კიდევ ბევრი იქნება.

პინამ, რომელიც ასევე თანამფლობელია იტალიური ”უდინეზესი” რადიოში საუბრისას ილაპარაკა ”ბარსაზე”, მესიზე და რონალდუზე. ”ვფიქრობ, რომ ყოველ წელს ”ოქროს ბურთს” ლეო მესი მოიგებს. არ მინდა ვთქვა, რომ რონალდუ ცუდი ფეხბურთელია, მაგრამ ისეთი ადამიანები, როგორიც ლეო მესია უნიკალურები არიან. როცა ფეხბურთს მარადონა თამაშობდა ვფიქრობდით, რომ ასეთი მეტი არავინ იქნება, თუმცა შევცდით. რონალდუს სტატისტიკა შთამბეჭდავია, მაგრამ ვფიქრობ, რომ კიდევ ბევრი მისნაირი ფეხბურთელი დაიბადება” - განაცხადა პინამ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.