ჩავი არ გამორიცხავს "ვალენსიასთან" მის თამაშს
ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველი, ჩავი ერნანდესი, არ გამორიცხავს მის დაბრუნებას ლა ლიგის 24-ე ტურში "ვალენსიას" წინააღმდეგ მატჩში. იტყობინება ესპანური პრესა.
შეგახსენებთ, რომ ესპანელ "მაესტროს" ტკივილები აწუხებდა ფეხის კუნთზე, ამიტომაც მოუწია რამდენიმემატჩიანი უქმობა.
"არ გამოვრიცხავ კვირას "ვალენსიას" წინააღმდეგ თამაშს. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან საქმე არ ეხება სერიოზული ტრავმას". განაცხადა ფეხბურთელმა.
აქვე გეტყვით, რომ ჩავი ერნანდესი არ მიიღებს მონაწილეობას ამხანაგურ მატჩში, რომელშიც ესპანეთის ეროვნული ნაკრები ეთამაშება ვენესუელის ნაკრებ გუნდს. შეხვედრა 29 თებერვალს გაიმართება მალაგაში.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]