მესის 2 რეკორდი და საუკეთესო სამხრეთამერიკელი გოლეადორი ლიგაზე

მესის 2 რეკორდი და საუკეთესო სამხრეთამერიკელი გოლეადორი ლიგაზე


ლეო მესიმ ლევერკუზენის ”ბაიერის” კარში გატანილი გოლის წყალობით ჩემპიონთა ლიგის 2 რეკორდი დაამაყარა. ის ასევე საუკეთესო სამხრეთამერიკელი ფეხბურთელია ევროთასებზე გატანილი გოლების რაოდენობით.

ლეო მესი გუშინ გატანილი გოლის შემდეგ საუკეთესო სამხრეთამერიკელი გოლეადორია ევროტურნირებზე. ახლა მის ანგარიშზე 45 გატანილი გოლია, აქედან 44 მან ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა, 1 კი ევროპის სუპერთასზე.

ამას გარდა ის გაუთანაბრდა რაულ გონსალესს და ანდრეი შევჩენკოს ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში გატანილი გოლების რაოდენობით. ახლა არგენტინელის ანგარიშზე 19 გოლია.

ლეო მესი უკვე ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 7 გასვლით შეხვედრაში იტანს გოლს (მათ შორის ითვლება ჩემპიონთა ლიგის ფინალი ”უემბლიზე”), რაც ტურნირის ახალი რეკორდია.

დამატებით შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ბოლო 2 გათამაშებაში მან მხოლოდ 2 გასვლით მატჩში ვერ მოახერხა თავის გამოჩენა - ”რუბინთან” (1:1) და ”არსენალთან” (1:2).

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.