ხოსეპ გვარდიოლას პრეს-კონფერენცია

  • 12-02-2012, 13:13
  • ხოსეპ გვარდიოლას პრეს-კონფერენცია

    "ოსასუნასთან" მარცხის შემდეგ პეპ გვარდიოლამ განაცხადა: "მტკივნეულია ამხელა ჰანდიკაპი მადრიდთან... რეალობა ისაა, რომ ისედაც დიდი იყო დაშორება, თუმცა "რეალი" ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებს. ეს გუნდი არასდროს მარცხდება ისევე, როგორც მათი მწვრთნელი. სეზონის ბოლომდე ვიბრძოლებთ. მართალია არ გვაქვს პერსპექტივები, თუმცა მეორე ტურის დასასრულამდე გავაკეთებთ იმას, რაც საუკეთესოდ გამოგვდის".

     

    გვარდიოლა კმაყოფილია მეორე ნახევრით

     

    გვარდიოლა კმაყოფილი იყო თავისი გუნდის გარჯით მეორე ტაიმში. ისინი ბოლო წუთამდე იბრძოდნენ, რათა ქულა მაინც წამოეღოთ "რეინო დე ნავარადან": "ოსასუნა" ჩვენზე უკეთ გამოიყურებოდა პირველ ტაიმში. მეორე ნახევარი კი დიდებულად ვითამაშეთ, თუმცა ყველაფერი ხდება". ლა ლიგის შეხვედრის შემდეგ პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ გუნდი ფოკუსირებულია "ლევერკუზენთან" მატჩზე: "ყველანი გავემგზავრებით ევროპაში და დავიცავთ ჩვენს ტიტულს. მეორე ტაიმში ვითამაშეთ ის თამაში, რომელიც არის გზა, ჩემპიონთა ლიგის თასის დასაცავად".

     

    მოედნის გაუსაძლისი მდგომარეობა, მაგრამ არანაირი თავის მართლება

     

    გვარდიოლამ განაცხადა, რომ პირველ ტაიმში: "ოსასუნამ" ბევრად ადვილად გაიარა ადაპტაცია მოედნის საფართან, ვიდრე ჩვენ. თუ მეორე ტაიმში კარგად ვითამაშეთ ასეთ მოედანზე, გამოდის, რომ პირველ ნახევარშიც შეგვეძლო იმავეს გაკეთება".

     

    [media=http://www.youtube.com/watch?v=j_aTnCJ9s4o]

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV