ლილიო: ”გვარდიოლა ჩემთვის შვილივითაა”

ლილიო: ”გვარდიოლა ჩემთვის შვილივითაა”


”ალმერიას” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ხუანმა ლილიომ ისაუბრა ”ბარსელონას” მწვრთნელ, პეპ გვარდიოლასთან მის ურთიერთობებზე, გვამცნობს ესპანური პრესა.

მათი ურთიერთობა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა პეპ გვარდიოლა ”ბარსელონას” ფეხბურთელი იყო.

გვარდიოლა ჩემთვის შვილივითაა. ჩვენი ურთიერთობა კი ”ოვიედოსა” და ”ბარსელონას” შორის გამართული ერთ-ერთი მატჩის შემდეგ დაიწყო. ჩვენ საკუთარ მოედანზე ვთამაშობდით და 2:4 წავაგეთ ”ბარსასთან”, თუმცა ცუდად არ გვითამაშია. მატჩის შემდეგ უეცრად დავინახე, რომ პეპ გვარდიოლა ჩვენს გასახდელში შემოდიოდა. მას ფორმაც არ ჰქონდა გამოცვლილი. პეპმა მკითხა, შეიძლებოდა თუ არა მისთვის რამდენიმე წუთის დათმობა და როგორ არ შემეძლო ამ დროის დათმობა მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ნახევარმცველზე! მან მითხრა, რომ ჩემი გუნდის თამაში ძალიან მოეწონა და დაამატა, რომ ჩემთან ურთიერთობა სურდა. მას შემდეგ ჩვენ მუდმივად გვაქვს კავშირი” - განაცხადა ლილიომ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.