იოჰან კრუიფი:”ტიერი ანრი ლიგის ფინალის გასაღებია”
იოჰან კრუიფი:”ტიერი ანრი "ბარსელონასთვის” ლიგის ფინალის გასაღები იქნება”. კრუიფი იმედოვნებს, რომ საფრანგეთისა და კატალონიის "ბარსელონას” თავდამსხმელი ტიერი ანრი "ჩელსის” წინააღმდეგ სათამაშოდ სრულ მზადყოფნაში იქნება.
შეგახსენებთ, რომ ანრიმ 2 გოლი გაიტანა შაბათს გამართულ ელ-კლასიკოში და ჯამში წელს 26 გოლი მოაგროვა "ბარსელონას” შემადგენლობაში.
ექიმები იმედის მომცემად საუბრობენ ანრის ნატკენი მუხლის შესახებ, რომელიც მან დაიზიანა "ბარსელონა”-”ჩელსის” მატჩის დროს.
იოჰან კრუიფი:”"ბარსამ” ანრი "არსენალში” აღმოაჩინა და ეს მისთვის ჩემპიონთა ლიგის გათამაშების გამარჯვების გასაღები იქნება. ანრის ტექნიკა ძალიან კარგი ჰქონდა ყოველთვის, ახლა იგი ცდილობს თავი წარმოაჩინოს ისე, როგორც "არსენალში” ყოფნის დროს. ანრი "ბარსელონას” მაისურით ყველაფერ კარგისკენ მიისწრაფის”.
ბოლოს კრუიფმა დაამატა, რომ ახლანდელი "ბარსა” მას ძალიან მოსწონს მიუხედავად იმისა გავა თუ არა იგი ფინალში.
წყარო: www.sindhtoday.net
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]