”ბარსელონა” - ”ატლეტიკი”, სამი წლის შემდეგ...

”ბარსელონა” - ”ატლეტიკი”, სამი წლის შემდეგ...


”მესტალიაზე” სამახსოვრო ფინალიდან 3 წლის შემდეგ ბასკები და კატალონიელები კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს სამეფო თასის ფინალში. ეს იქნება მე-7 შეხვედრა, როცა გუნდები თასის ტიტულს ერთმენეთში გაითამაშებენ.

ბილბაოს ”ატლეტიკი” და ”ბარსელონა” მეშვიდედ შეხვდებიან სამეფო თასის ფინალში. ”ბარსას” ეს ტიტული ყველაზე მეტჯერ, 25-ჯერ აქვს მოგებული, ”ატლეტიკს” კი 23-ჯერ.


ტრიპლეტის პირველი ტიტული

ეს იყო 2009 წლის 13 მაისი. ”ბარსა” ახლოს იყო პრიმერას მოგებასთან და გასული იყო სამეფო თასის და ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ”მესტალიაზე” გაიამრთა თასის ფინალი, სადაც ”ბარსამ” ისტორიული ტრიპლეტის მოგება დაიწყო. ”ატლეტიკმა”, რომელიც 24 წლის განმავლობაში პირველად გავიდა ფინალში მატჩში ანგარიში გახსნა, თუმცა ”ბარსამ” ფანტასტიკური ფეხბურთი ითამაშა და ტურეს, მესის, ბოიანის და ჩავის გოლებით მეტოქე გაანადგურა. მოიგვიანებით გუნდმა მოიგო პრიმერა და ჩემპიონთა ლიგა.

ყველაზე ცუდი მოგონება

იმ 6 ფინალიდან, სადაც ”ატლეტიკი” და ”ბარსა” შეხვდნენ ყველაზე ცუდი 1984 წელს, ”სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართა. ეს იყო დასავიწყებელი მატჩი მარცხის გამო - ენდიკამ მოგების გოლი გაიატანა - და ორი გუნდის ქცევის გამო მატჩის შემდეგ. ეს იყო ბოლო მატჩი მწვრთნელი მენოტისთვის და დიეგო არმანდო მარადონასთვის, როგორც ”ბლაუგრანას” ფეხბურთელისთვის.

კლასიკო

1984 წლამდე ორივე გუნდი დომინირებდა თასზე რეგულარულად ხვდებოდნენ ფინალში. ”ბარსამ” გაიმარჯვა 1953 (2:1), 1942 (4:3) და 1920 (2:0) წლებში. ბასკებმა კი მოიგეს 1932 (0:1) წელს. 6 ფინალიდან გამარჯვება 4-ჯერ კატალონიელებს, 2-ჯერ კი ბასკებს დარჩათ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.