რაიოლა გვარდიოლას ბოდიშს უხდის
ზლატან იბრაგიმოვიჩის აგენტმა, მინო რაიოლამ ორშაბათს ბოდიში მოუხადა კატალონიელთა მწვრთნელს, მას შემდეგ რაც გააკრიტიკა იგი, იმის გამო რომ, იგი სათანადო ადგილს არ უჩენს შვედ ვარსკვლავს.
აგენტმა "RAC 1"-თან ინტერვიუში თავისი სიტყვების გამო ბოდიში მოიხადა. "ძალიან ცუდად მოვიქეცი. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მერჩია გვარდიოლასთვის ფსიქიატრიულ კლინიკაში წასვლა, რადგან ჯერ არავის არ უთქვამს, რომ შვედი კლუბიდან უნდა წავიდეს." - განაცხადა მინომ და ასევე დაამატა: "კლინიკა არ უნდა მეხსენებინა და უფრო კორექტული იქნებოდა, რომ დამერქვა ამისთვის უბრალოდ უცნაური მოვლენა. ერთი სტყვით, მე პატიებას ვთხოვ პეპ გვარდიოლას და მთლიანად კლუბს. აღარასდროს არ ვისაუბრებ იბრას მომავალზე, რადგან ხუან ლაპორტამ და ჩიკი ბეგირსტაინმა უკვე დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია, რომელსაც ჩვენ სავსებით ვეთანხმებით."
რაიოლამ საკუთარი სიტყვების გამართლება სცადა: "მე მხოლოდ ის ვიგულისხმე, რომ თუ იყიდი ვან გოგის ნახატს და გადაიხდი 75 მილონს, აღარ უნდა დაგჭირდეს ორი კვირის შემდეგ მისი თავიდან მოცილება."
შვედის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ იბრა კლუბში ძალიან ბედნიერია, მაგრამ უფრო ბედნიერი იქნება "ტრიპლეტს" როდესაც მოიგებს. მინომ ასევე დასძინა: "არ არსებობს არანაირი პრობლემა "ბარსასა" და ზლატანს შორის. რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა სათადარიგოთა სკამზე ჯდომა, მაგრამ ყოველი ფეხბურთელის ვალია შეეგუოს და დაეთანხმოს მწვრთნელის გადაწყვეტილებას. არსებობენ გრანდები, რომლებიც სერიოზულად არიან დაინტერესებულნი ჩემი კლიენტით და ძალაინ მოხარული ვარ ამის გამო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იბრა წასვლაზე ფიქრობს."
ბოლოს მინომ დაასრულა: "ზლატანს მოტივაცია არასდროს არ დაუკარგავს და საერთოდ არ აღელვებს პოტენციური კონკურენტის, დავიდ ვილას "ბარსელონაში" გადმოსვლა."
წყარო: www.sport.es
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]