"ბარსა" მატას უმიზნებს

"ბარსა" მატას უმიზნებს

"ბარსელონა" ეცდება თავის რიგებში ჩარიცხოს "ვალენსიასა" და ესპნაეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ხუან მატა - იტყობინება "TV3".

 როგორც ჩანს, კატალონიური კლუბი "ვალენსიას" კიდევ ერთ ფეხბირთელის გადმობირებაზე ფიქრობს. ბევრჯერ დაიწერა, რომ ამ ფეხბურთელის თამაშით უკვე დიდი ხანია პეპ გვარდიოლაა მოხიბლული.

 "ბარსელონა" საბოლოოდ გადაწყვეტს ამ ფეხბურთელის აყვანას, თუ შვედი ზლატან იბრაგიმოვიჩი მოისურვებს კლუბის დატოვებას. მიუხედვად იმისა, რომ "ბარსელონა" ოფიციალურად არ ადასტურებს, შვედი ფორვარდით უამრავი კლუბია დაინტერესებული, მათ შორის თითქმის ყველა ინგლისური გრანდი და იტალიური "მილანი".

 "ვალენსიაში" ძვირადღირებული ფეხბურთელების გაყიდვა ამ ეტაპზე ურიგო არ უნდა იყოს, რადგან კლუბი ეკონომიკურ კრიზისშია. "ღამურებმა" უკვე გაყიდეს დავიდ ვილა("ბარსელონა"), ემილიანო მორეტი("ჯენოა") და ნიკოლა ზიგიჩი("ბირმინგემი"). მანუელ ლორენტეს კვლავ რჩება კლუბში ორი ვარსკვლავი, რომლებზეც დიდი მოთხოვნაა. დავიდ სილვას გაყიდვის შანსი უფრო დიდია, ვიდრე ხუან მატასი, მაგრამ ჯერჯერობით არცერთი ფეხბურთელის ტრანსფერი გადაწყვეტილი არ არის.

წყარო: www.sport.es 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.