"ბარსა ატლეტიკი" კვლავ წინ მიიწევს
"ბარსა ატლეტიკი" ფლეი ოფის პირველი რაუნდიდან "პოლი ეხიდოს" გაგდების შემდეგ, დაუპირისპირდა "რეალ ჰაენს". პირველი წუთები მასპინძლებმა ძალიან სახიფათოდ დაიწყეს და მათ გოლის გატანის შანსიც ჰქონდათ, თუმცა შემდეგ "ბლაუგრანას" ფეხბურთელებმა ჩაიგდეს ბურთი ხელში და მთელი პირველი ნახევარი მათი უპირატესობით წარიმართა.
სამი მომენტი ექვს წუთში
შესვენების შემდეგ თამაშის ტემპი გაიზარდა. 46–ე წუთზე ედუ ორიოლმა ჩაუწოდა ბურთი სერხი რობერტოს, ამ უკანასკნელმა გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარის მიმართულებით, თუმცა "რეალ ჰაენის" მეკარემ ივარგა და მოიგერია ეს დარტყმული. ერთი წუთის შემდეგ რუედას ორი შანსი მიეცა: პირველად მისი დარტყმული მეტოქის კარს გადასცდა ხოლო მეორედ კვლავ მეკარემ იმარჯვა.
ბოლო წუთებმა პიკს მიაღწია
ბოლო წუთები ძალიან დაძაბული გამოდგა. ორივე გუნდი ცდილობდა გატანას თუმცა ამაოდ. გრძელმა პასებმა და გახსნილმა თამაშმა ძალიან აღაშფოთა მოედან La Victoria De Jaen–ზე შეკრებილი გულშემატკივარი. მატჩი დასასრულს უახლოვდებოდა, როდესაც ტიაგო მეტოქის საჯარიმოში ძალიან საჭვოდ დავარდა, თუმცა მსაჯმა თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა.
ოიერ ოლაზაბალი
ილიე სანჩესი
სერხი გომეზი (არმანდო ლოზანო, 66')
მარკ ბარნტრა
ვიქტორ ესპასანდინი
ორიელ რომეუ
ხოსე რუედა (ტიაგო ალკანტარა, 68')
სერხი რობერტო
ბენჟა მარტინესი
ედუ ორიოლი
ნულიტო
გოლები
არ არის
არბიტრი
გარსია კაბრერა
ტრავმირებული
მარკ მუნიესა (თითქმის გამოჯანმრთელდა)
ანდრეუ ფონტასი
ფლეი–ოფის პირველი თამაშების ანგარიშები
"პონტევედრა" 0:0 "ალკორკონი"
"უნივერსიდად ლას პალმასი" 0:2 "სანტ ანდრეუ"
"ონტინიენტი" 2:1 "ეიბარი"
"რეალ ჰაენი" 0:0 "ბარსა ატლეტიკი"
ფლეი–ოფის მეორე ეტაპის საპასუხო მატჩები გაიმართება შაბათს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]