ტიერი ანრი მზადაა სათადარიგოთა სკამზე დაჯდეს
კატალონიის "ბარსელონას" და საფრანგეთის ნაკრების ლეგენდა თავდამსხმელმა, ტიერი ანრიმ განაცხადა, რომ მზადაა მსოფლიო ჩემპიონატზე მატჩები სათადარიგოთა სკამიდან დაიწყოს თუ ეს გუნდს სასიკეთოდ ა წაადგება. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთმა უკვე ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. კოსტა რიკას წინააღმდეგ (2-1), ანრი მეორე ტაიმში შემოვიდა მოედანზე ნიკოლას ანელკას ნაცვლად; ხოლო ტუნისის წინააღმდეგ (1-1) "ტიტიმ" ფრანკ რიბერი შეცვალა.
"ჩემთვის ნაკრები ყველაზე მაღლა დგას. როდესაც მოედანზე ვარ, ჩემი მიზანია უფრო ავაჩქარო შეტევის ტემპი. ტუნისთან მატჩის წინ ვესაუბრე რაიმონ დომენეკს და ვიცოდი, რომ პირველივე წუთებიდან ვერ ვიქნებოდი მოედანზე. ბოლოს და ბოლოს ჩემთვის ეს არაა მთავარი; მთავარია საფრანგეთის ნაკრებმა კარგად იასპარეზოს; მე რითიც შემიძლია იმით დავეხმარები ეროვნულ ნაკრებს. ჩვენ კარგ ფორმაში ვართ. შეხედეთ ინგლისის ნაკრებს: მათ დიდი გაჭირვებით დაამარცხეს იაპონია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ცუდ ფორმაში არიან. ახლა ყველა გუნდი ადაპტაციას გადის და ემზადება დიდი "მუნდიალისთვის". ციტირებს ტიერის სიტყვებს L'Equipe.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთი ჯგუფში სამხრეთ აფრიკასთან, მექსიკასა და ურუგვაისთან ერთად იმყოფება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]