უბრალოდ შეუდარებელი კატალონია
კატალონია (Nació de Catalunya) არის ესპანეთის ავტონომიური გაერთიანება. სახელი ცნობილია 1350 წლიდან. კატალონიელთა ქვეყანა, ძველი Principat de Catalunya, მოიცავდა აგრეთვე ალგეროს (სარდინიაში), ანდორას, ჩრდილოეთ კატალონიას ანუ აღმოსავლეთ პირენეების ფრანგულ რეგიონს, ბალეარის კუნძულებს, ვალენსიის რეგიონს. კატალონიის რეგიონში ამჟამად 4 პროვინცია შედის: ბარსელონა, ხერონა, ლერიდა და ტარაგონა.
ქალაქი – ბარსელონა
მოსახლეობა – 1.593.075 ადამიანი
ფართობი – 7.733 კვ.კმ.
ვალუტა – ევრო
ოფიციალური ენები – ესპანური და კატალონიური
კატალონიის სანაპირო-კატალონიის სანაპირო გრძელდება 500კმ-ზე. სანაპიროზე არ არის მაგისტრალთა სისტემა, ერთადერთი დიდ გზა აკავშირებს პირენეებს ზღვასთან. კატალონიის ადმინისტრაციულ ცენტრამდე ბლანესამდე ვხვდებით კოსტა ბრავას, რომელიც ხასითდება პატარა მთიანი სისტემით, შემდეგი დიდი ხაზი სანაპიროსი გადის მარესმეზე, რომელი კვეთს მრავალ კერძო პატარა პორტს. ბარსელონის სანაპირო ხასიათდება ხელოვნური პლიაჟებით და დიდი სავაჭრო პორტით, რომელიც 9 კილომეტრს მაინც მოიცავს. პორტის სამხრეთ ნაწილი გაშენებულია დელტა დე იობრეგატის ჭაობზე, რომელიც ლამაზ პეიზაჟს ქმნის დაახლოებით 18 კილომეტრზე.შემდეგი დიდი სანაპირო ზოლია მასისო დე გარაფის,ეს ქალაქი გარდა პლიაჟებისა გამოირჩევა ტარაგონას პორტით რომელიც ესპანეთის რეგიონის მეორე პორტია სიდიდით აგრეთვე იგი არის კატალონიის ყველაზე მაღალი პორტი.
კლიმატი
ბარსელონაში სუბტროპიკული, ხმელთაშუაზღვისპირული, მშრალი და საკმაოდ ცხელი კლიმატია, რის წყალობითაც, ზამთარი შედარებით თბილია. ამ დროს საშუალო ტემპერატურა პლუს 7–14 გრადუსს შორის მერყეობს, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად წვიმს. ბარსელონაში თოვლი იშვიათად მოდის. მთიან ადგილებში ტემპერატურა ხშირად –7 გრადუსამდეც ეცემა. ზაფხული ცხელია და ჰაერი ამ დროს 38 გრადუსამდე თბება.
ყველაზე ცხელი თვე აგვისტოა. საბანაო სეზონი ივნისის ბოლოდან იწყება და ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება.
ენა
ბარსელონა, ისევე როგორც მთელი ესპანეთი, ორენოვანი ქალაქია. იქ ორი სახელმწიფო ენაა – ესპანური და კატალონიური. გაითვალისწინეთ, რომ კატალონიური დიალექტი არ არის, ის ჩვეულებრივი ენაა. მოსახლეობის 95%–ს ესმის კატალონიური ენა, 75%–ს შეუძლია ილაპარაკოს მასზე, ხოლო 47%–ს კატალონიურად წერა–კითხვა შეუძლია.
კატალონიური ფრანგულსა და იტალიურს უფრო ჰგავს, ვიდრე ესპანურ ენას. მაღაზიებში, რესტორნებში, სხვადასხვა დაწესებულებაში ინგლისურ ენაზე მოლაპარაკე მომსახურე პერსონალი მუშაობს. ისე კი, ჩვეულებრივი ადგილობრივისაგან, მათ შორის ახალგაზრდა თაობისგანაც, ინგლისურად საუბარს ნუ მოითხოვთ.
რელიგია
ბარსელონაში მოსახლეობის უმეტესობა კათოლიკეა. ქალაქში 208 კათოლიკური ეკლესიაა. ყოველდღიურად იზრდება მუსლიმთა რიცხვი, იმიგრანტების ჩასვლის გამო.
ფული
ბარსელონას ოფიციალური ვალუტა ევროა. 2002 წლამდე მიმოქცევაში ესპანური პესეტა იყო. გაითვალისწინეთ – ტურისტულ სეზონზე ფასები საგრძნობლად იზრდება. გირჩევთ, ვალუტის გადასაცვლელად ბანკებს მიაკითხოთ, რადგან მაღაზიებსა და სასტუმროებში დაბალი კურსია და შესაძლებელია ყალბი ფულიც შემოგაპარონ.
გადაადგილება
ბარსელონაში მოსახვედრად ყველაზე პოპულარული სატრანსპორტო საშუალება თვითმფრინავია. აეროპორტი ქალაქიდან 17 კილომეტრში მდებარეობს. ქალაქის ცენტრამდე მისვლას უამრავი სატრანსპორტო საშუალებით შეძლებთ. ეს თქვენს ჯიბესა და შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. ტაქსით მგზავრობა 20–30 ევრო დაგიჯდებათ და ადგილზე ნახევარ საათში იქნებით. მატარებელი ბარსელონას ცენტრამდე 20 წუთში ჩაგიყვანთ. ყველაზე იაფი კიი ავტობუსია, რომლის ბილეთის ღირებულება 5 ევროს შეადგენს, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ავტობუსი ნაკლებად უსაფრთხო საშუალებაა.
ევროპელი ტურისტები უპირატესობას ძირითადად მატარებელს ანიჭებენ. ევროპის ნებისმიერი ქვეყნიდან ბარსელონას მიმართულებით მატარებლებთნ ერთად ავტობუსებიც ყოველდღიურად გადიან.
ბარსელონას მიმართულებით გემით მგზავრობა ერთგვარი კრუიზი და თავგადასავალია. ქალაქის მთავარ პორტს 2000 წლიანი ისტორია აქვს.
ქალაქის ტერიტორიაზე გადაადგილებას რაც შეეხება, მეტრო ყველაზე პოპულარული ტრანსპორტია. ის დილის 5 საათიდან ღამის 12 საათამდე მუშაობს და მისი ღირებულება 1,35 ევროს შეადგენს. თუ დროსი არ იწვებით, გირჩევთ, ქალაქში ტრავმაით გაისეირნოთ. თუ დროის დეფიციტი გაქვთ, ტაქსით ისარგებლეთ ან მანქანა თავად დაიქირავეთ.
მანქანის დაქირავება პრობლებას არასოდეს წარმოადგენს, პრობლება მანქანის გაჩერებაა, განსაკუთრებით კი – საღამოს საათებში. ბარსელონას ქუჩები ყოველთვის გადაჭედილია და ე.წ. პარკინგიც ძვირი სიამოვნებაა. მანქანის დაქირავების შემთხვევაში ყოველდღიურად 20 ევროს გადახდა მოგიწევთ. გირჩევთ, "ბარსელონა ქარდი" შეიძინოთ, რომლის მეშვეობითაც დღის განმავლობაში ულიმიტოდ მგზავრობა და 100–მდე ღირსშესანიშაობის მონახულება შეგიძლიათ.
სამზარეულო
კატალონიური სამზარეულო ფრანგული და იტალიური სამზარეულოების ნარევს წარმოადგენს და თავიდან ბოლომდე ჯანსაღ კვებასთან ასოცირდება. კატალონიელები წინა დღეს მომზადებულ საჭმელს არასოდეს მიირთმევენ. ნაციონალური კერძების უმრავლესობა ზღვის პროდუქტებითაა მომზადებული. ქაშაყი შავი ბრინჯით ნებისმიერი ტურისტის საყვარელი კერძია. არ გაგიკვირდეთ, როდესაც თევზსა და ღორის ხორცს საწებელთან ერთად ერთსა და იმავე თეფშით მოგართმევენ, კატალონიელებისათვის ეს საყვარელი კერძია და მას მარ ი მუნტანიას უწოდებენ. ადგილობრივები ნებისმიერ კერძს ზეითუნის ზეთზე ამზადებენ.
ბოლო დროს ზღვის პროდუქტების შემდეგ ხორცი ყველაზე პოპულარული გახდა. ხორცეულით მომზადებული საჭმელებიდან აღსანიშნავია ღორის, ქათმის ხორცისა და ბოსტნეულისაგან გაკეთებული ესკუდელა კარნ ოლა.
კატალონიელები რძის პროდუქტებსა და წვნიანებს იშვიათად მიირთმევენ.
სასმელებს შორის ყავა ყველაზე პოპულარულია, იმდენად, რომ ჩაის მოყვარულების მოთხოვნა რესტორნებსა და კაფეებში შეიძლება ვერც კი დააკმაყოფილონ.
კატალონიელები ტკბილეულის მოყვარული ხალხია და, როგორც თავად ამბობენ, ნამცხვრების საიდუმლო რეცეპტები აქვთ. ამაში კატალონიელების მიერ მომზადებული ნუგბარის გასინჯვა დაგარწმუნებთ.
ღვინის ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ღვინოც შესანიშნავია.
ღირსშესანიშნაობები
ბარსელონაში არქიტექტურული და ისტორიული ღირებულების მქონე სხვადასხვა ეპოქის უამრავი ძეგლია, დაწყებული რომის იმპერიიდან ახლანდელ დრომდე – შესანიშნავი ტაძრები, შუა საუკუნეების სასახლეები, ცნობილ მოქანდაკეთა შედევრები. საითაც უნდა გაიხედოთ, თვალს მოგტაცებთ უჩვეულო ფორმებისა და ფერების მრავალფეროვნება.
ამ ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობა, უპირველეს ყოვლისა, მისი არქიტექტურაა. არქიტექტორ ანტონიო გაუდის ქმნილებებიდან უმეტესობა სწორედ ბარსელონაშია თავმოყრილი. გამორჩეულია გრასის მოედანზე მდებარე "კასა მილა". ამ ნაგებობაში ვერსად იპოვით სწორად აღმართულ კედელს. გაუდის უსაზღვრო ფანტაზიის ნიმუშია "კასა ბატლოც" რომელიც აგრეთვე გრასის მოედანზეა. გაუდის დაუმთავრებელი შედევრია "საგრადა ფამილიას" ეკლესია, რომელიც 1882 წლით თარიღდება. ქალაქის დასავლეთითაა გაუდის მიერ შქმნილი "გუელის პარკი". გარდა ამისა, ქალაქში 61 პარკია, რომელთაგანაც 12 ისტორიული მნიშვნელობისაა.
ბარსელონაში დგას ქრისტეფორე კოლუმბის ცნობილი ქანდაკებაც, რომელიც ზღვისკენ იყურება.
ბარსელონაში განიერი და გრზელი ქვიშის პლაჟებია. სისუფთავისა და ხალხმრავლობის თვალსაზრისით, პლაჟი ბარსელონეტაა გამორჩული. ღამის ცხოვრება ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მხიარული და განუმეორებელია.
ბარსელონას მუზეუმებში მხატვრობის ნიმუშების უდიდესი კოლექციაა თავმოყრილი. ღსანიშნავია პიკასოს მუზეუმი. შეგახსენებთ, რომ პიკასო ბარსელონაში 1901–06 წლებში ცხოვრობდა. ნასიამოვნები დარჩებით თუ ანტონიო გაუდის სახლ–მუზეუმს ესტუმრებით და მისი დიზაინით შექმნილ ავეჯს საკუთარი თვალით დაათვალიერებთ. გაუდი ამ სახლში 1906–26 წლებში ცხოვრობდა და თითოეული ნივთი, რომელიც იქ დევს, მისი ნახელავია.
თუ მშვიდი დასვენების მოყვარული ხართ, შეგიძლიათ ბოგატელის პლაჟს ესტუმროთ, სადაც არანაირი კაფე–რესტორანი არ ფუნქციონირებს და შესაბამისად სტუმარიც ცოტა ჰყავს. თქვენზე განუმეორებელ შთაბეჭდილებას მოახდენს მზის ჩასვლისას ოქროსფრად მოლივლივე ქვიშა.
თქვენი მოგზაურობა ბარსელონაში არ იქნება სრული, თუ არ მოინახულებთ ზღვის მახლობლად აღმართულ გორაკ მონჟუიკს, სადაც მუზეუმები და სამხატვრო გალერეაა განთავსებული.
გერბი
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]