სუბისარეტა: ”გვარდიოლამ კონტრაქტის გასაგრძელებლად 50 მეტრი უნდა გაიაროს”

სუბისარეტა: ”გვარდიოლამ კონტრაქტის გასაგრძელებლად 50 მეტრი უნდა გაიაროს”


კატალონიური ”ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა, ანდონი სუბისარეტამ კიდევ ერთელ დაადასტურა, რომ კლუბს ამჟამინდელ მწვრთნელთან, პეპ გვარდიოლასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს.

კატალონიელთა ახალგაზრდა თავკაცი ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.

გვარდიოლას საკუთარი გეგმების შესახებ ჩვენთან არ უსაუბრია. მან იცის, რომ თუკი კონტრაქტის გახანგრძლივების სურვილი ექნება 50 მეტრის გავლა მოუწევს ჩემს კაბინეტამდე. როცა მას ამ საკითხზე შეკითხვას უსვამენ პასუხობს, რომ ჯერ ამ საკითხის განხილვის დრო არ დამდგარა” - განაცხადა ესპანეთის ნაკრების ყოფილმა კიპერმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.