სამსაჯო კომიტეტმა დიარას არ გაძევება ვიტიენესის შეცდომად მიიჩნია

სამსაჯო კომიტეტმა დიარას არ გაძევება ვიტიენესის შეცდომად მიიჩნია


ესპანეთის ლიგის სამსაჯო კომიტეტმა სამეფო თასის 1/4 ფინალის, ”ბარსელონასა” და ”რეალის” შეხვედრის მთავარი არბიტრის, ტეიშეირა ვიტიენესის მსაჯობა განიხილა.

მთავარი მსაჯის უდიდესს შეცდომად პირველი ტაიმის მიწურულს, ლეო მესის მოჩეხვისთვის ლასანა დიარას არ გაძევება დასახელდა. დანარჩენ ეპიზოდებზე, რომელიც საკამათო იყო კომიტეტმა ასეთი გადაწყვეტილებები მიიღო: მადრიდის ”რეალის” ცენტრალური მცველის, სერხიო რამოსის გაძევება სამართლიანი იყო. ”ბარსელონას” საჯარიმოში ხელით თამაშის ეპიზოდი მსაჯისთვის რთულად დასანახად ჩაითვალა. ასეთივე შეფასება მიენიჭა ქარიმ ბენზემასა და ალექსის სანჩესის ეპიზოდებს, სადაც გუნდები 11 მეტრიანებს ითხოვდნენ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.