ფაბრეგასი: ”თასის მოგება გაგვაძლიერებს”

ფაბრეგასი: ”თასის მოგება გაგვაძლიერებს”


ხუთშაბათის პრეს-კონფერენციაზე საუბრისას სესკ ფაბრეგასმა განაცხადა: ”ჩვენ საშიანო დავალება შევასრულეთ - გავიმარჯვეთ თასის 1/4 ფინალში მეტოქესთან, რომელიც ყოველთვის ძლიერია”. სესკმა საკუთარ ფორმაზეც ისაუბრა და აღიარა, რომ ”რაღაცეები ჯერ კიდევ მაქვს დასახვეწი”.

კატალონიელმა ნახევარცმევლმა განაცხადა: ”ჩვენ ვართ იქ, სადაც გვსურდა - სამეფო თასის 1/2 ფინალში, ვცდილობთ პრიმერაში ”რეალის” დაწევას და ველოდებით ჩემპიონთა ლიგის განახლებას”. სესკმა ასევე 1/4 ფინალის ორივე შეხვედრაზე ისაუბრა: ”მე ამაყი ვარ გუნდით მთელი 180 წუთის განმავლობაში”.

1/4 ფინალში ”რეალთან” თამაშის შემდეგ ფაბრეგასი დარწმუნებულია, რომ ”გუნდი ამ შეხვედრებით უფრო გაძლიერდება. ყოველთვის რთულია ”რეალის” დამარცხება. ისინი ჩემთვის ძალიან ძლიერები არიან, მაგრამ ამან ჩვენ არ გაგვაოცა - ჩვენ ვიცოდით, რომ ისინი სადაც არ უდნა თამაშობდნენ საუკეთესოდ ირჯებიან. ჩვენ შევასრულეთ დავალება და 1/4 ფინალში დავამარცხეთ მეტოქე, რომელიც ყოველთვის ძლიერია”.

მომთხოვნი

სესკმა ასევე აღიარა: ”მე არ ვარ კმაყოფილი საკუთარი თამაშოთ. ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს დასახვეწი”. სესკმა გუნდში მის როლზეც ისაუბრა: ”როცა მე შემტევის პოზიციაზე ვთამაშობ უფრო მეტი ცვლილების უფლება მაქვს  და ეს არის ადგილი, სადაც თამაში შემიძლია. როცა ცენტრში ვთამაშობ უფრო მეტად დისციპლინირებული უნდა ვიყო და ვკარგავ მოთმინებას ამის გამო”.

არავითარი თავის მართლება

”ბარსა” შემდეგ მატჩებში ანდრეს ინიესტას და ალექსის სანჩესის გარეშე იქნება. ასევე ტრავმირებულები არიან ვილია, აფელაი და ფონტასი. სეიდუ კეიტა კი აფრიკის თასზე იმყოფება. სესკი ამბობს: ”არ გვაქვს თავის მართლების უფლება - ჩვენ ”ბარსელონა” ვართ. ჩვენ საუკეთესოდ უნდა ვითამაშოდ. ”ბარსა ბ”-ში არიან ფეხბურთელები, რომლებიც ძალიან მაღალ დონეზე ასპარეზობენ”.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.