მოურინიო მსაჯს ავტოსადგომზე ესაუბრა

მოურინიო მსაჯს ავტოსადგომზე ესაუბრა


მადრიდის ”რეალის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო სამეფო თასის 1/4 ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ შეხვედრის მსაჯს, ტეიშეირო ვიტიენესს ესაუბრა.

მატჩის დასრულების შემდეგ პორტუგალიელი სპეციალისტი მსაჯს ”ნოუ კამპის” ავტოსადგომზე დაელოდა. ”რეალის” მწვრთნელმა მსაჯს მხოლოდ ერთი ფრაზა უთხრა: ”თქვენ შესანიშნავად ერკვევით ხელოვნებაში და გიყვართ სულელები, რომლებიც თავს პროფესიონალებად ასაღებენ” - ინფორმაციას ”El Mundo Deportivo” ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ მსაჯმა არ ჩათვალა სერხიო რამოსის გოლი და მატჩის მიწურულს ამ ფეხბურთელს მოედანი დაატოვებინა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.