”ბარსელონა” - ”რეალი”. გვარდიოლა მატჩის შემდეგ

”ბარსელონა” - ”რეალი”. გვარდიოლა მატჩის შემდეგ


მწვრთნელმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ მადრიდის ”რეალის” დამარცხება ადვილი არ არის და განაცხადა, რომ 1/2 ფინალში გასვლა დიდი წარმატებაა.

მას შემდეგ, რაც გვარდიოლამ მთავარი მწვრთნელის პოსტი დაიკავა უკვე მესამედ თამაშობს თასის 1/2 ფინალს. თასის 1/2 ფინალში გასვლას მწვრთნელი დიდ მიღწევად აფასებს, განსაკუთრებით კი ”რეალის” ჩატოვების გამო: ”ჩვენ ძალიან, ძალიან ძლიერი გუნდი გამოვთიშეთ ასპარეზობას”.

გვარდიოლა მიიჩნევს, რომ საერთო ჯამში მისმა გუნდმა ”რეალი” დაჯაბნა: ”180 წუთის განმავლობაში ჩვენ დაპირისპირების სამართლიანი გამარჯვებულები ვართ. ერთადერთი რეალობა ახლა არის ის, რომ ჩვენ კარგი ორმატჩიანი დუელი გავმართეთ და გავედით 1/2 ფინალში. ჩვენ გვსურდა ნაკლები სურთულეები გვქონოდა, მაგრამ ”რეალის” წინააღმდეგ ვთამაშობდით, მათი დამარცხება კი რთულია. ამ დაპირისპირებაში ჩვენ სათანადო დონეზე ვიყავით”.

ვარაუდობდა ”რეალის” ასეთ თამაშს

”რეალის” თამაშის შესახებ გვარდიოლამ განაცხადა, რომ ის ელოდა მოურინიოს ასეთ გადაწყვეტილებას. ”ჩვენ ვიცოდით, რომ ამ სიტუაციიდან ისინი გამოსავლის მოძებნას დაიწყებდნენ, ხოლო ასეთ შემთხვევაში უნდა შეეტიათ”. გვარდიოლამ მაგალითად გასული წლის ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალი გახსენა, სადაც ”რეალს” მოგება ესაჭიროებოდა ”ნოუ კამპზე” და ანალოგიურ სტილში ითამაშა.

ამაყია გულშემატკივრებით და გუნდით

”ნოუ კამპის” ტრიბუნები გვარდიოლას თხოვნის შესაბამისად სავსე იყო. სტადიონზე 95.486 მაყურებელი იყო, რომლებიც გვარდიოლას გუნდის შემდეგ ეტაოზე გასვლის თვითმხილველები იყვნენ. პეპმა მათ მადლობა მოუხადა ”შესანიშნავი მხარდაჭერისთვის და ატმოსფეროსთვის”. მწვრთნელმა საქებარი სიტყვები გუნდის მიმართაც თქვა: ”მე ვამაყობ ამ ფეხბურთელებით და იმით, თუ როგორ ირძოდნენ ისინი. კლასიკოებში გამარჯვებების ასეთი სერია ძალიან მნიშვნელოვანია”.

ანდრესის და ალექსისის ტრავმები

მატჩის უარყოფითი მომენტები ინიესტას და სანჩესის ტრავმები იყო, რომლებიც ლაზარეთში ვილიას, აფელაის და ფონტასს შეუერთდნენ, ასევე კეიტას, რომელიც აფრიკის თასზე ასპარეზობს. ამ სიტუაციაში გვარდიოლამ აღიარა, რომ ”ჩვენ ცოტანი ვართ და ყველას მოუწევს მეტი შრომა”. ასევე მას გოლეადორი პედროს დაბრუნება გაუხარდა: ”ის ჩვენ გვჭირდება, რადგან ჩვენი შემადგენლობა ძალიან მცირეა”.

ბართომეუ: ”გასვლა დავიმსახურეთ”

”ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ აღნიშნა, რომ ”ბარსას” მონდომების შედეგად გუნდი დამსახურებულად გავიდა 1/2 ფინალში. ხელმძრვანელმა ორივე გუნდს მიულოცა, რომ ”კარგი მატჩი ჩატარდა, რომელიც მათ ქომაგობას გაიძულებს”. ბართომეუს სტადიონის ქცევაც მოეწონა: ”გულშემატკივრები ძალიან კორექტულები იყვნენ, მათ კარგი მაგალითი აჩვენეს ყველას”.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.