უღრმესი მადლობა!

  • 25-01-2012, 09:10
  • უღრმესი მადლობა!

    ...გუშინ გავიგე, რომ თურმე ზედიზედ მეორედ გავმხდარვარ წლის მწერალი. აღფრთოვანებულმა და გახარებულმა, ჩემს თავს უფლება მივეცი მადლობა სტატიის სახით მომეხადა. პირველ რიგში მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ამ საიტის შემქმნელებს, საიტის ადმინისტრატორებს, რომლებმაც ბევრი შრომის წყალობით შეგვიქმნეს ეს ბრწყინვალე საიტი "ბარსელონას" ქომაგებს. ასევე მინდა მათ მადლობა გადავუხადო იმ ძალიან კარგი პროექტისთვის, რომელსაც წლის მწერლის გამოვლენა ჰქვია. შემდეგ მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა საიტის მომხმარებლებს, რომლებიც უკვე ზედიზედ ორი წელია მირჩევენ, როგორც საუკეთესოს, რაც ჩემთვის მართლაც უდიდესი პატივია. აბსოლუტურად ყველას წინაშე ქედს ვიხრი, ვინც "ბარსამანიას" შექმნაში მიიღო მონაწილეობა და ვინც სარგებლობს ამ საიტით. რა თქმა უნდა ახალ წელს ახალი ამბიციებით ვხვდები, თუმცა მესმის, რომ ჰეთ–თრიკის შესრულება პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან საიტზე მუშაობს ბევრი ჩინებული და უდიდესი ნიჭის მქონე მწერალი. ყველა მათგანს ვაფასებ და წარმატებებს ვუსურვებ ამ სეზონში. კიდევ ერთხელ მინდა მოგახსენოთ უღრმესი მადლობა, ისე იხარეთ და იბედნიერეთ, როგორც მე მახარებთ ამ ბოლო ორი წლის მანძილზე...

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    თეგები: მესი
    კომენტარები [ 0 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV