"მანჩესტერს" შეუძლია გაიმეტოს 14 მილიონი ბოიანის სანაცვლოდ

"მანჩესტერს" შეუძლია გაიმეტოს 14 მილიონი ბოიანის სანაცვლოდ

        მიუხედავად იმისა, რომ "ბარსელონამ" მტკიცე უარი განაცხადა კატალონიელი ვუნდერკინდის, ბოიან კრკიჩის გაყიდვაზე, პერიოდულად მაინც ჩნდებიან გრანდები, რომლებსაც ესპანელის შეძენა სურთ: ჯერი "მანჩესტერ იუნაიტედზეა".

          თუ ინგლისურ პრესას დავუჯერებთ, მანჩესტერული კლუბი მზად არის 12 მილიონი ფუნტი (დაახლოებით 14 მილიონი ევრო) გამოყოს, იმისთვის, რომ კატალონიელის თამაშით "ოლდ ტრაფორდი" დატკბეს.

          მაიკლ ოუენის გაუთავებელი ტრავმები და დიმიტარ ბერბატოვის სუსტი თამაში გამუდმებულ პრობლემად იქცა  ალექს ფერგიუსონისთვის. სერ ალექსი სერიოზულად განიხილავს ესპანელ თავდამსხმელს, როგორც უეინ რუნის მეწყვილეს "მანჩესტერის" თავდამსხმის ხაზში.

წყარო: www.sport.es

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.