პედროს დებიუტი - ვილიას გოლი

პედროს დებიუტი - ვილიას გოლი

"ბარსელონას" ესპანელი რვა ფეხბურთელიდან, შვიდმა მონაწილეობა მიიღო მათი ეროვნული ნაკრების ბოლო თამაშში, რომელშიც მათ დაამარცხეს საუდის არაბეთი. ანდრეს ინიესტა დაეხმარა მის ახალ თანაგუნდელს გოლის გატანაში, ხოლო პედრომ თავისი სადებიუტო მატჩი ჩაატარა.

თამაშის მსვლელობისას ექვსი ცვლილების გაკეთება შეიძლებოდა. ვიქტორ ვალდესი აღმოჩნდა კატალონიელთა წყობიდან ერთადერთი, რომელმაც თამაშში მონაწილეობა ვერ მიიღო.

დავიდ ვილიას შესანიშნავი გოლი

"ბარსელონას" ახალმა შენაძენმა, დავიდ ვილიამ ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა და მთელი თამაშის განმავლობაში კარგ კომბინაციებს ქმნიდა ანდრეს ინიესტასთან ერთად. ერთ-ერთი ასეთი კომბინაცია "ვალენსიას" ყოფილი მოთამაშის გოლით დასრულდა. ეს მატჩი "ბლაუგრანას" გულშემატკივრებს იმის იმედს აძლევს, რომ ვილია და ინიესტა გუნდშიც ასე კარგად შეეწყობიან ერთმანეთს მომდევნო სეზონიდან.

ექვსმა "ბარსელონას" მოთამაშემ მატჩი სასტარტო თერთმეტეულიდან დაიწყო

ვისენტე დელ ბოსკემ კატალონიის "ბარსელონას" ექვს მოთამაშეს სასტარტო თერთმეტეულიდან დააწყებინა თამაში. ესენი იყვნენ: პიკე და პუიოლი დაცვაში, ბუსკეცი და ჩავი ცენტრალურ ნახევარმდაცვაში, ინიესტა მარცხენა ნახევარდაცვაში და ვილია ცენტრალურ თავდასხმაში. ინიესტამ და პუიოლმა დაახლოებით ერთი საათი ითამაშეს, ვილიამ ათი წუთით მეტი, ხოლო ჩავიმ, ბუსკეცმა და პიკემ მთელი მატჩი უცვლელად ჩაატარეს.

პედროს დებიუტი

მატჩის დაწყებიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, გუნდში ცვლილებები განხორციელდა. ამ ცვლილებებზე კი შემოვიდა პედრო და ჩაატარა მისი პირველი თამაში ესპანეთის ეროვნული ნაკრების მაისურით. მან მარცხენა ფლანგზე ითამაშა და საკმაოდ აქტიურობდა. მიუხედავად ამისა გოლის გატანის შანსი არ ჰქონია.

მთავარი დუეტი, ინიესტა - ჩავი

ანდრეს ინიესტამ მთელი მატჩი ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა და თანაგუნდელებს კარგი პასებითაც ამარაგებდა. მან ყველას დაუმტკიცა, რომ ტრამვის შემდეგ სრულიად გამოჯანმრთელდა. ჩავი კი, როგორც ყოველთვის, ესპანეთის შეტევის ცენტრი იყო.

"ბარსას" თამაშის სტილი

ესპანეთმა ეს თამაში ჩაატარა ისე, როგორც ევროპის 2008 წლის ჩემპიონატზე. "ფურია როხას" თამაშის სტილი ძალიან წააგავს "ბარსელონასას". ეს მსგავსება კი იმაში გამოიხატება, რომ ორივე გუნდში არის ფლანგზე მოთამაშე ორი ფეხბურთელი და სამი ნახევარმცველი, რომლებიც ადგილს მუდმივად იცვლიან.

მინიმალური ანგარიშით გამარჯვება

ესპანეთის პირველმა მეგობრულმა მატჩმა იმაზე რთულად ჩაიარა, ვიდრე ბევრი მოელოდა. სტუმრები წინ გავიდნენ მეთექვსმეტე წუთზე. გოლი კასილიასის შეცდომამ გამოიწვია. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ ანგარიში დავიდ ვილიამ გაათანაბრა. 59- ე წუთზე სტანდარტიდან ჩაბი ალონსომ გუნდი წინ გაიყვანა. თითქოს შემდეგ ესპანეთს უპრობლემოდ უნდა მოეგო, მაგრამ 73- ე წუთზე საუდის არაბეთის მოთამაშემ ანგარში გაათანაბრა. "ფურია როხამ" ამ გოლის შემდეგ უპირატესობა იგდო ხელთ და მეტოქის კარს ხშირად უტევდა. ამან შედეგი დამატებულ წუთებზე გამოიღო. საბოლოოდ ესპანეთმა გაიმარჯვა დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 3-2.

ინფორმაციის წყარო: fcbarcelona.cat

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.