მოურინიო: ”არ მსურს ”ბარსელონასთან” მატჩებზე ფიქრი”

მოურინიო: ”არ მსურს ”ბარსელონასთან” მატჩებზე ფიქრი”


მადრიდის ”რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ სამეფო თასის 1/4 ფინალურ შეხვედრებზე არ ფიქრობს.

პორტუგალიელი სპეციალისტის განცხადებით მისი შეგირდები სრულიად კონცენტრირებულები უნდა იყვენენ ლა ლიგის მე-19 ტურის გასვლით მატჩზე.

ჩვენ წინ ”მალიორკასთან” მატჩი გველის, ჟურნალისტებს კი ჩემთან ”ბარსელონასთან” მატჩებში რევანშზე საუბარი სურთ. ამას უბრალოდ აზრი არ აქვს. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩემპიონატის მატჩებში გამარჯვებაზე. აუცილებელია იმდენი ქულის აღება, რომ მეტოქეს მოახლოვების საშუალება არ მივცეთ. რაც შეეხება ”მალიორკას”, ეს ის გუნდია, რომელიც დიდ ზეწოლას ახდენს მეტოქეზე. ამ მატჩზე ძირითადი შემადგნლობის ფეხბურთელები გავლენ” - განაცხადა მოურინიომ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.