მესი:"ოქროს ბურთის" მოგება არ გამკვირვებია"

მესი:"ოქროს ბურთის" მოგება არ გამკვირვებია"

კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელმა ვარსკვლავმა ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ წელს "ოქროს ბურთის" მოგება არ გაჰკვირვებია.

 

მოგეხსენებათ ლეომ ეს ძალზედ პრესტიჟული ჟილდო ზედიზედ მესამედ მოიგო და "ოქროს ბურთის" რაოდენობით, პლატინის, კრუიფს და ვან ბასტენს გაუთანაბრდა:

 

" წინა წლებისაგან განსხვავებით, 2011 წელს დიდად არ გამკვირვებია "ოქროს ბურთის" მოგება. მე ვიცოდი, რომ დიდი შანსი მქონდა ამ პრიზის მოგების."

 

ლეოს თქმით სამართლიანი იქნებოდა, რომ ეს ჯილდო კრიშტიანუ რონალდუს ან ჩავი ერნანდესს მოეგო, რადგანაც ისინი ღირსეული ფეხბურთელები არიან.

 

"მე ძალიან ვამაყობ გამარჯვებით. იგივე განვიცადე, რაც წინა ორ შემთხვევაში. "ოქროს ბურთი"-პრესტიჟული ჯილდო, რომლის მოგებაც ყველა ფეხბურთელის ოცნებაა."

 

"ამ ჯილდოს მოგება 2014 წელსაც შემეძლება, რადგანაც არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატს მოიგებს," განაცხადა ლეო მესიმ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.