ლაპორტას შემცვლელები

ლაპორტას შემცვლელები


ლაპორტას შემცვლელები


აგუსტი ბენედიტო


დაიბადა ბარსელონაში 1964 წლის 22 ივნისს. ბარსელონას უნივერსიტეტში სამართალს ასწავლის. აშშ-ში ჯენერალ მოტორსის ინსტიტუტში გავლილი აქვს მენეჯმენტის კურსი. ასევე გახლავთ, ბარსელონას ეკონომიკურ ურთიერთობათა ინსტიტუტის მაგისტრი, ფინანსების განხრით.
სენიორ ბენედიტო, თავდაპირველად, ბიზნესით გახლდათ გატაცებული. 1992 წელს კომპანია "ბენედიტო აუტომოტივ გრუპი" შექმნა, რომელიც ავტოდილერების ქსელს წარმოადგენდა და 50 ათასამდე მომხმარებელი ჰყავდა. მოგვიანებით, საკუთარი კომპანიების კონგლომერატის ნაწილი გაასხვისა. "ბარსელონასადმი" სიყვარული მამამ ჩაუნერგა, რომელიც ხშირად დადიოდა "კამპ ნოუზე" კრუიფისა და მისი თანაგუნდელების ბურთაობის სანახავად. კლუბის 34 235-ე წევრი ბოლო 14 წლის განვავლობაში აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა ბლაუგრანას სოციალურ ცხოვრებაში. 1997 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში ანხელ ფერნანდესის შტაბში იყო. 2003 წელს უკვე ლაპორტას ბანაკში გახლდათ და დონ ჟოანის გაპრეზიდენტებაში თავისი მოკრძალებული წვლილი შეიტანა. 2009 წლამდე კლუბის სპორტულ და სოციალურ კომისიებში მუშაობდა.


ჟაუმე გუიხა


დაიბადა ბარსელონაში 1958 წლის 12 ივლისს. დონ ჟაუმე კატალონიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ასწავლის. ის პროფესორია მენეჯმენტის განხრით. გუიხა ამასთანავე, ადვოკატი და არქიტექტორიც გახლავთ. დონ ჟაუმე რამდენიმე ქიმიურ ქარხანას ხელმძღვანელობდა, რამდენიმე წიგნის ავტორია, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ გუიხას ხატვაც კარგად ეხერხება და საერთოდ, ხელოვნების დიდი თაყვანისმცემელია.
2006 წელს მისი მცდელობა გამხდარიყო "ბარსას" პრეზიდენტი უშედეგოდ დამთავრდა, მაგრამ ყურები არ ჩამოუყრია და იმედი აქვს, რომ ამჯერად გაუმართლებს. გუიხა კლუბის 72 183-ე წევრია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.