კრუიფი: "მესი ხუთ, ექვს ან შვიდ "ოქროს ბურთს" მოიგებს

კრუიფი: "მესი ხუთ, ექვს ან შვიდ "ოქროს ბურთს" მოიგებს

 

იოჰან კუიფმა გამოთქვა მოსაზრება ''ოქროს ბურთის'' შესახებ და აღნიშნა, რომ წელსაც არგენტინელი, ლიონელ ანდრეს მესი უნდა დაეუფლოს მას.

 

არგენტუნულ გამოცემა ''Ole-სთან'' მიცემულ ინტერვიუში, იაოჰან კუიფმა საქებარი სიტყვები არ დაიშურა მესის მიმართ. ''ოქროს ბურთის'' დაჯილდოვებაზე, დიდი შანსია, რომ ეს ტიტული ლეოს გადაეცეს. ის მართლაც საუკეთესოა მსოფლიოში. მე ვფიქრობ, რომ იგი კიდევ არაერთხელ მოიპოვებს ამ ტიტულს. შესაძლოა ''ოქროს ბურთის'' მფლობელი ის ხუთჯერ, ექვსჯერ ან შვიდჯერაც გახდეს. იგი სრულყოფილია, მაგრამ მე ასევე ჩავისაც ვაღიარებ. იგი საუკეთესო არ არის მსოფლიოში, მაგრამ ის მაინც იმსახურებს ''ოქროს ბურთს''.

 

ასევე კრუიფმა განაცხადა, რომ ლეო უკვე გაუთანაბრდა დი სტეფანოს და პელეს: ''ლეო უკვე წამოეწია მათ. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ის მალე უფრო და უფრო მეტს მიაღწევს."

 

იაჰან კრუიფმა, ასევე ''ბარსას'' ფეხბურთელიც ჩავიც შეაქო და მას ''ბარსას სული'' უწოდა. ''ის მართლაც ეხმარება თავის გუნდს. იგი ყოველ სეზონში უმატებს თამაშის სტილს. იგი ''ბარსას'' ერთ-ერთი ლიდერია. ასევე, ჩავი ღირსეულად იცავდა ესპანეთის სახელს მუნდიალზე. უსამართლობა იქნება, რომ ჩავი ვერ გახდეს ''ოქროს ბურთის'' მფლობელი."

 

ინტერვიუს ბოლოს კრუიფმა გუარდიოლაზეც თქვა ორი სიტყვა:''წლევანდელი სეზონი ძალიან რთული იქნება. პეპს კიდევ ბევრი რამის დამტკიცება მოუწევს. იგი ძალიან კარგად და სწორედ იყენებს ''ლა მასიის'' აღზრდილ ფეხბურთელებს. მათ ძალიან კარგად იციან ფეხბურთის იდეა."

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.