რაიოლა გვარდიოლას რჩევას აძლევს

"Com Radio"-სთან საუბრისას მინო რაიოლამ განაცხადა, რომ, თუ მწვრთნელი შვედს ძირითადში არ ათამაშებს, მაშინ მას ფსიქოლოგიურ კლინიკაში წასვლა დასჭირდება.
"თუ მწვრთნელი ფეხბურთელს, რომელშიც თითქმის 75 მილიონი არის გადახდილი, არ ათამაშებს, მე მას ფსიქოლოგიური ჰოსპიტალის მონახულებას ვურჩევდი." - ციტირებს მინო რაიოლას სიტყვებს "Com Radio".
იბრაგიმოვიჩის აგენტმა ბევრი ისაუბრა და მისი კლიენტის სიტუაცია დაქორწინებას შეადარა: "როდესაც წყვილი საქორწინო ხელშეკრულებას აფორმებს, ისინი არ ღალატობენ ერთმანეთს, ან მოითხოვენ განქორწინებას. ანალოგიურად, არ შეიძლება ასეთი ძვირადღირებულ ფეხბურთელის დაყოვნება. პირდაპირ უნდა განაცხადო, თუ გუნდში მისი ხილვა აღარ გსურს." რაიოლამ ასევე დასძინა, რომ ზლატანს უკვე დისკომფორტი ექმნება ამდენი გაურკვევლობისგან.
შვედის აგენტმა ასევე განაცხადა: "იბრაგიმოვიჩის ინტერესებში პირველ რიგში შედის კატალონიურ კლუბში დარჩენა. მართლაც ძალიან გახარებულნი ვართ ასეთი ბრწყინვალე პირველი სეზონით, მაგრამ ზლატანი აპირებს "ბარსაში" კიდევ ბევრი ტიტულის მოგებას."
წყარო: www.sport.es
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]