ფინალების მეფე

ფინალების მეფე

ლიონელ ანდრეს მესიმ შეძლო და 11-დან 9 ფინალში გაიტანა გოლი გვარდიოლას ეპოქაში. სულ არგენიტნელი ანგარიშზე 15 ბურთია.

 

ესპანეთის თასი 08/09 ("ბარსა"-"ბილბაო" 4:1 (1 გოლი) ) - ლიონელ მესიმ ამ მატჩში წინ გაიყვანა "ბარსელონა". სწორედ ესპანეთის თასი იყო პირველი ტიტული გვარდიოლასთვის.

 

ჩემპიონთა ლიგა 08/09 ("ბარსა"-"მანჩესტერი" 2:0 (1 გოლი) ) - ჩემპიონთა ლიგის ფინალში მესიმ მეორე გოლი გაიტანა და საბოლოოდ "ბარსელონამ" 2:0 იმარჯვა სამუელ ეტო'ოსა და ლეოს გოლების წყალობით.

 

ესპანეთის სუპერ-თასი 09/10 ("ბარსა"-"ბილბაო" 2:1 (2 გოლი) ) - მას შემდეგ, რაც "ბარსელონამ" ბასკეთში 1:2 იმარჯვა, "კამპ ნოუზე" გაიბრწყინა და 3:0 მოუგო მეტოქეს. მეორე და მესამე გოლი ლიონელის ანგარიშზეა.

 

ევროპის სუპერ-თასი 09/10 ("ბარსა"-"შახტარი" 1:0 (გოლის გარეშე) ) - მესის ამ ფინალში გოლი არ გაუტანია, თუმცა ძალიან ლამაზი გადაცემა გეუკეთა პედრიტო. ამ უკანასკნელმა გოლით დაასრულა ეპიზოდი.

 

საკლუბო მუნდიალი 09/10 ("ბარსა"-"ესტუდიანტესი" 2:1 (1 გოლი) ) - ამ მატჩში კატალონიელები 0:1 აგებდნენ, თუმცა მატჩის ძირითად დროში პედრომ აღადგინა წონასწორობა, ხოლო დამატებით დროში ლიონელ მესის მოუტანა გამარჯვება "ბარსელონას". არგენტინელმა ულამაზესი გოლი გაიტანა მკერდით.

 

ესპანეთის სუპერ-თასი 10/11 ("ბარსა"-"სევილია" 4:0 (3 გოლი) ) - მას შემდეგ, რაც "ბარსა" "სანჩეს პისხუანზე" 1:3 დამარცხდა "სევილიასთან", მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებულმა მესიმ 3 გოლი შეუგდო ანდალუსიელებს "კამპ ნოუზე". საბოლოო ანგარიში კი 4:0 დაფიქსირდა ტაბლოზე, რა თქმა უნდა, კატალონიელთა სასარგებლოდ.

 

ესპანეთის თასი 10/11 ("ბარსა"-"რეალი" 0:1 (გოლის გარეშე) ) - სამწუხაროდ ამ მატჩში კატალონიელები დამარცხდნენ, შესაბამისად ვერც ლეო მესიმ მოახერხა გოლი გატანა.

 

ჩემპიონთა ლიგა 10/11 ("ბარსა"-"მანჩესტერი" 3:1 (1 გოლი) ) - არგენტინელმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. მან საჯარიმოს გარედან მოულოდნელად დაურტყა ედვინ ვან დერ საარს და ძალიან ლამაზი გოლი შეაგდო. გუნდმა 3:1 იმარჯვა პედროს, მესისა და ვილიას გოლების წყალობით. ინგლისელთა მხრიდან კი ერთადერთი გოლი უეინ რუნიმ გაიტანა.

 

ესპანეთის სუპერ-თასი ("რეალი"-"ბარსა" 2:2, "ბარსა"-"რეალი" 3:2 (3 გოლი) ) - კატალონიელები სეზონის დასაწყისში მორიგ ტიტულს დაეუფლნენ. მათ "სანტიაგო ბერნაბეუზე" ფრე გააგორეს, სადაც მესიმ მოახერხა გოლის გატანა, ხოლო "კამ ნოუზე" არგენტინელმა დუბლი შეუსრულა ქალაქელებს.

 

ევროპის სუპერ-თასი ("ბარსა"-"პორტო" 2:0 (1 გოლი) ) - ლიონელ მესიმ ისარგებლა მეტოქის მიუტევებელი შეცდომით და ანგარიში გახსნა. თამაშის მიწურულს კი საგოლე გადაცემა გაუკეთა სესკ ფაბრეგასს, რომელმაც ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა.

 

საკლუბო მუნდიალი ("ბარსა"-"სანტოსი" 4:0 (2 გოლი) ) - ლიონელი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ამ უკანასკნელმა ფინალში ორი ძალიან ლამაზი გოლი გაუტანა მეტოქეს. დანარჩენი გოლები კი ჩავისა და ფაბრეგასის ანგარიშებზეა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.