გვარდიოლას 150–ე ოფიციალური გამარჯვება

გვარდიოლას 150–ე ოფიციალური გამარჯვება

სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში "ბატესთან" გამარჯვების (4:0) შემდეგ, კატალონიის "ბარსელონამ" ხოსეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით 150–ე ოფიციალური შეხვედრა მოიგო. პეპის მწვრთნელობისას 208 ჩატარებული მატჩიდან, კატალონიელებმა 72.1%–ში სამი ქულა მოიპოვეს.

 

ამ სეზონში გუნდმა 18 თამაში მოიგო, 6 დაასრულა ფრედ და მხოლოდ 1 წააგო. "ბარსამ" ესპანეთის პრიმერა დივიზიონში 10–ჯერ გაიმარვა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში – 5–ჯერ. კატალონიელებმა ესპანეთის სუპერთასზე, თასზე და ევროპის სუპერთასზე თითო–თითო მოგება მოიპოვეს. მათი საშუალო გოლების გატანის მაჩვენებელი თითქმის სამია, რაც ნამდვილად ბრწყინვალე შედეგია და გვარდიოლას ხანაში სეზონის საუკეთესო დასაწყისიც.

 

"ბარსელონამ" 2008/09 წლების სეზონში 62 მატჩიდან 42–ში გამარჯვება მოიპოვა. რაც შეეხება 2009/10 წლების სეზონს, მათ 59 გამართული შეხვედრიდან ასევე 42–ჯერ დაამწუხრეს მოწინააღმდეგე. კატალონიელებმა შედეგი 2010/11 წლებში გააუმჯობესეს, როცა 45–ჯერ აიღეს სამი ქულა 62 დაპირისპირებაში.

 

პეპის ერაში 150 მოგებასთან (72.1%) ერთად კლუბს 40 ფრე (19.2%) და 18 წაგება (8.7%) აქვს. ეს სტატისტიკა ძალიან კარგი მაგალითია იმისა, რომ "ბარსელონა" ბოლო რამდენიმე წელიწადია აშკარად დომინირებს მსოფლიოს ფეხბურთში.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.