ლეგენდა კვლავ იტანს !

ლეგენდა კვლავ იტანს !

გუშინ, 27 ნოემბერს, გაიმართა ბრაზილიის ჩემპიონატის მატჩები. კატალონიის "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი და ცოცხალი ლეგენდა, რონალდინიო, "ფლამენგოს" ღირსებას იცავდა "ინტერნასიონალის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში. გაუჩომ ოპონენტთა მცველის შეცდომით და მეკარესთან პირისპირ მყოფმა უზადოდ შეასრულა დარტყმა. რონალდინიომ "ფლამენგოს" მაისურით ჩატარებულ 27 მატჩში 14 გოლი გაიტანა, რაც ძალიან კარგი შედეგია.

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=UPGHLfXnZT4]

 

ასევე გაიმართა მატჩი "სანტოსსა" და "ბაიას" შორის, რომელიც ფრედ, 1:1 დასრულდა. ამ შეხვედრაში გოლი გატანა შეძლო ნეიმარმა. როგორც იცით, კატალონიური გუნდის ხელმძღვანელობა დაინტერესებულია ბრაზილიელის შეძენით, რადგანაც იგი ბრწყინვალედ ასპარეზობს ეროვნულ ჩემპიონატში. ნეიმარმა ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა საჯარიმოს მისადგომიდან და ანგარიში გაათანაბრა. მიუხედავად ამისა, "სანტოსმა" 3 ქულის აღება მაინც ვერ შეძლო.

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=LFxIWceNkq8]

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.