ზეედორფი: "ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო გუნდის წინაშე წარვსდგებით"

ზეედორფი: "ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო გუნდის წინაშე წარვსდგებით"

იტალიური "მილანის" ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა, კლარენს ზეედორფმა, კატალონიის "ბარსელონას" მსოფლიოს საუკეთესო გუნდი უწოდა. მან ასევე ისაუბრა იმ შეხვედრაზე, რომელიც შედგება დღეს "სან სიროზე". შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში, "ბარსა" წარსდგება "მილანის" პირისპირ პირველობის მოსაპოვებლად. იტყობინება "უეფას" ოფიციალური ვებ-გვერდი.

 

"ეს იქნება დიდი საფეხბურთო ბრძოლა იმ გუნდებს შორის, რომლებმაც შექმნეს ისტორია. "მილანს" მუდამ ერთი მიზანი აქვს - გამარჯვება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღეს მსოფლიოს საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ გვიწევს ასპარეზობა. ჩვენ კატალონიელებს უდიდეს პატივს ვცემთ და ეს მატჩი გვაძლებს იმის შანსს, რომ უკეთ განვავითაროთ საკუთარი თამაშის ხარისხი". დაასრულა კლარენს ზეედორფმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.