იბრაჰიმოვიჩი: "ჩემთვის ყოფილ გუნდებთან თამაში არაფერს ნიშნავს"

იბრაჰიმოვიჩი: "ჩემთვის ყოფილ გუნდებთან თამაში არაფერს ნიშნავს"

შვედეთის ეროვნული ნაკრებისა და "მილანის" თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, განაცხადა, რომ იგი განსაკუთრებულად ემზადება ამ მატჩისთვის, რადგანაც წინა შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა "კამპ ნოუზე". შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩი გაიმართება 23 ნოემბერს, იტალიაში, "სან სიროზე". იტყობინება "უეფას" ოფიციალური ვებ-გვერდი.

 

"ეს იქნება მომხიბვლელი, საინტერესო მატჩი. ვეთამაშებით მსოფლიოს საუკეთესო გუნდს, ამაში ეჭვიც არ მეპარება. მაშინაც კი, როდესაც "ბარსელონას" ვტოვებდი, ვიცოდი, რომ უარს ვამბობდი პლანეტის საუკეთესო კლუბში ასპარეზობაზე. ვფიქრობ, რომ ეს ტრანსფერი გამართლებული იყო და საუკეთესო ვარიანტი იყო ორივე მხარისთვის. მე შევაფასე ორივე გუნდი და მხოლოდ ამის მერე მოვაწერე კონტრაქტს ხელი".

 

"სულმოუთქმელად ველოდი ამ მატჩს. წინა შეხვედრაშიც ძალიან მსურდა თამაში, თუმცა რამდენიმე დღით ადრე მიკრო ტრავმა მივიღე. ვაცხადებ, რომ არანაირად არ აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ყოფილ გუნდებთან თამაშს. რა თქმა უნდა, ძალიან ემოციური შეხვედრა გაიმართება, მაგრამ სხვა თვალით რომ შევხედოთ, ისეთივე მატჩი იქნება, როგორიც დანარჩენი სხვა. განსაკუთრებული მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს".

 

"მჯერა, რომ მხოლოდ პრესტიჟის საქმე არ იქნება გამარჯვება. ორივე გუნდს სურს, რომ ითამაშოს პირველ ნომრად, მაგრამ ამას დადებითი მხარეც აქვს და უარყოფითიც. ჩემპიონთა ლიგაში უნდა დაივიწყო ძლიერი მოწინააღმდეგე და მთელი ძალით ეთამაშო მას, რათა ტურნირი მოიგო. სწორედ დიდი გუნდების დამარცხებაა ამისთვის საჭირო". დაასრულა ზლატანმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.