მსაჯის შეცდომა და "რეალი" კვლავ 3 ქულითაა წინ

მსაჯის შეცდომა და "რეალი" კვლავ 3 ქულითაა წინ

გასულ შაბათს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ცენტრალურ მატჩში, სადაც "ვალენსიამ" "რეალი" მიიღო, ძალიან ბევრი საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ თამაში სანახაობრივი იყო და პირველი ტაიმის ჩაგდების შემდეგ, "ღამურებმა" მადრიდელებს ნამდვილი კლასი უჩვენეს. შუა დაპირისპირებისას, ჟოზე მოურინიომ თავი ვერ შეიკავა და როგორც შემდეგ ვიდეო განმეორებაზე და ფოტოებზე ნახეს, პორტუგალიელმა ხორდი ალბას ზუსტად ხუთჯერ უწოდა "კლოუნი". შეხვედრის მიწურულს კი, მოხდა ისეთი რამ, რაც "ბარსელონას" 2 ქულად დაუჯდა. რომ არა მსაჯის უპასუხისმგებლო შეცდომა, ამ დროისათვის "თეთრები" მხოლოდ 1 ქულით იქნებოდნენ წინ. ანგარიში 2:3 იყო და ბოლო წუთები მესტალიაზე ძალზედ დაძაბული გამოდგა. მასპინძლები ბოლომდე იბრძოდნენ და რობერტო სოლდადოს ერთ–ერთ დარტყმულს მოჰყვა ის, რომ გონსალო იგუაინმა ბურთი კარიდან ხელით გამოიტანა. არბიტრმა მხრით თამაში დააფიქსირა და სწორედ ამიტომ სასტვენის ხმაც არავინ გაიგო. "მესტალიაზე" სასტვენის ხმა მაშინ გაიგეს, როცა მსაჯმა დაასრულა მატჩი და იქ შეკრებილმა საზოგადოებამ საპასუხო სტვენასთან ერთად, "ნაირ–ნაირი" სიტყვებიც მიაყოლეს. იხილეთ ვიდეო, სადაც აშკარად ჩანს, რომ იგუაინმა ბურთი კარიდან ხელით გამოიტანა და სწორედ ამის შემდეგ მოხვდა მას მხარზე.

 

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.