კაპელო და კლემენტე "ბარსელონაზე" და "რეალზე"

კაპელო და კლემენტე "ბარსელონაზე" და "რეალზე"

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა დამრიგებელმა ხავიერ კლემენტემ, ისაუბრეს კატალონიის "ბარსელონასა" და მადრიდის "რეალის" დაპირისპირებაზე.

 

ფაბიო კაპელო: "ახლანდელი "რეალი" ნამდვილად გავს იმ "რეალს", როდესაც მე ვიყავი მისი მწვრთნელი. იქ ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელები გამოდიან, რომელიც ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც შესანიშნავად არიან მომზადებულნი. სწორედ ეს დაეხმარებათ მათ წარმატების მიღწევაში. რაც შეეხება "ბარსელონას", ეს კვლავ დიდი გუნდია, მაგრამ კატალონიელებს აშკარად ეტყობათ, რომ იმდენი მოტივაცია აღარ გააჩნიათ, რაც გასულ წლებში. ადრე ისინი უფრო სწრაფად და ტექნიკურად ათამაშებდნენ ბურთს მოედანზე, ახლა კი დასუსტება და მოდუნება შეეტყოთ."

 

ხავიერ კლემენტე: "რა თქმა უნდა ამ სეზონში ჟოზე მოურინიოს შეგირდები შესანიშნავად გამოიყურებიან, მაგრამ "ბარსელონა" მაინც ძლიერია. მადრიდელებს აქვთ შანსი კატალონიელების დამარცხების იმ შემთხვევაში, თუ მოწინააღმდეგეს არ მისცემენ მოედანის გაკონტროლების უფლებას. თუ "ლურჯ–ბროწეულისფერები" "დაიჭერენ" ბურთს, მაშინ მოიგებენ კიდეც."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.