კაპაროსი: ”ჩვენ ”ბარსელონასთან” მატჩში შანსი არ გვქონდა”

კაპაროსი: ”ჩვენ ”ბარსელონასთან” მატჩში შანსი არ გვქონდა”


”მალიორკას” მთავარ მწვრთნელს, ხოაკინ კაპაროსს სხვა გზა არ ჰქონდა დარჩენილი, გარდა შეგუებისა პრიმერას 11-ე ტურის მატჩში, ”ბარსელონასთან” გამანადგურებელი მარცხის შემდეგ.

დუდუ ავატის კარში ხუთი ბურთი გავიდა, როცა მისმა პარტნიოერებმა მეტოქე გუნდის კარის დალაშქვრა ვერ მოახერხეს.

მატჩის პირველივე წამიდან ჩვენ არავითარი შანსი არ გვქონდა. სიმართლე რომ ვთქვათ 0:0-ზე, მატჩის დასაწყისში ერთი გოლის გატანა შეგვეძლო მასპინძელი გუნდისთვის. ამის შემდეგ საგოლე მომენტი საერთოდ არ გვქონია. ძალიან ძნელია მესის განეიტრალება, საუბარი ხომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელზეა. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იცავ მას, რადგან ის ყველა საქმეს აკეთებს” - კაპაროსის სიტყვებს ”marca” ციტირებს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.