დანი ალვეში: არ უნდა მოვდუნდეთ

დანი ალვეში: არ უნდა მოვდუნდეთ

კატალონიის "ბარსელონას" მცველმა დანიელ ალვესმა პრიმერა დივიზიონის 37-ე ტურის მატჩის შემდეგ, რომელიც მისმა გუნდმა "სევილიას" 2-3 მოუგო განაცხადა, რომ ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში "ბლაუგრანა" სერიოზულად უნდა მიუდგეს "ვალიადოლიდთან" მატჩს.

"ვიცოდით, რომ "სევილიასთან" რთული მატჩი გვექნებოდა. ამის მიუხედავად ჩვენი დავალება შევასრულეთ და ჩემპიონობისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგით. არ უნდა მოვდუნდეთ, რადგან "ვალიადოლიდთან" მატჩიც არ იქნება იოლი.

"სევილიასთან" მატჩში ჩვენ ვაკონტროლებდით თამაშს, მაგრამ ამავდროულად მეტოქეს გამოცოცხლების საშუალება მივეცით და გაგვიტანეს ორი გოლი. ასეთია ესპანური ფეხბურთი. "ბარსელონა" კარგად უნდა მოემზადოს "ვალიადოლიდთან" მატჩისთვის", –ალვეშის სიტყვებს ციტირებს  AS.

წყარო: Sports.ru

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.