საუკეთესო პარტნიორები

საუკეთესო პარტნიორები

იმ ნახევარმცველს, რომლის პასების 91% ზუსტია, და იმ ფორვარდს შორის, რომელიც კარის მიმართულებით დარტყმულ ყოველ მეოთხე ბურთს გოლად აქცევს, საუკეთესო ურთიერთგაგებაა. 

 

ლეო მესი არ იღლება იმის მტკიცებით, რომ თავისი წარმატებული თამაში, თანაგუნდელების დამსახურებაა. არგენტინელს ეს სიტყვები ჰაერიდან არ მოაქვს, ვინაიდან "ბარსას" მთავარი საიდუმლო მდგომარეობს იმაში, რომ ფეხბურთელებს ლეოს ტალანტის ჩართვა ძალუძთ თამაშში. სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ ჩავი ერნანდესი მესის საუკეთესო პარტნიორია მოედანზე.

 

ჩავიმ და მესიმ ლა ლიგის შვიდივე მატჩში მიიღეს მონაწილეობა (ჩათვილი არაა ბოლო შეხვედრა "სევილიასთან"). კატალონიელი "პეპის გუნდის" საწყის ფეხბურთელად გვევლინება, რადგან მან განახორციელა მიიღო 433 გადაცემა, რაც გუნდის მთლიანი გადაცემების 70%-ს შეადგენ. არგენტინელს უფრო ნაკლებ რაოდენობის გადაცემა აქვს გაკეთებული (362 მატჩი, 58.58%), თუმცა აქედან ზუსტი 148 მათგანი აღმოჩნდა, რაც შეადგენს პრაქტიკულად ზუსტი გადაცემების 25%-ს შეადგენს.

 

და ბოლოს, მთავარი მომენტი ყოველთვის ისაა, თუ როგორ ტრანსფორმირდება ეს ინდივიდუალური ციფრები გუნდის წარმატებებში. მაგალითად, ლეო მესის ამ მომენტისთვის ლა ლიგაში 10 გოლი აქვს გატანილი. გარდა ამისა, გვაკვირვებს მისი ეფექტურობა, ვიდაინად მან კარის მიმართულებით 38-ჯერ დაარტყა. უხეშად რომ ვთქვათ, ლეომ კარის მიმართულებით დარტყმული ბურთების 25% გოლებად აქცია. მას არავითარი პრობლემა არ აქვს მეკარესთან ერთი-ერთზე თამაშისას. იგი წარმატებით ასრულებს ასეთი მომენტების 44%-ს (73-დან 32).

 

ჩავის ტალანტი გამოიხატება ბურთის ფლობის უზრუნველყოფაში. ამის საკეთესო დადასტურება კი ზუსტი პასების პროცენტული მაჩვენებელია, რომელიც 91,46%-ს შეადგენს.

 

ხსენებული ორი ფეხბურთელის ერთობლივი სამუშაო მოედანზე კი შემდეგში გამოიხატება: ჩავი ის ფეხბურთელია, რომელიც ყველაზე ხშირად პასებს მესისგან იღებს და ამავდროულად სწორედ მესის აძლევს ყველაზე მეტჯერ ბურთს - 106. კატალონიელმა და არგენტინელმა "ითანამშრომლეს" 231 გადაცემაში, აქედან 47 კარის მიმართულებით დარტყმით დასრულდა, ხოლო 12 გოლად იქცა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.