პეპი: ''ძნელია თქვა, თუ ვინ არის საუკეთესო ესპანეთის ნაკრების ისტორიაში ''

პეპი: ''ძნელია თქვა, თუ ვინ არის საუკეთესო ესპანეთის ნაკრების ისტორიაში ''

''ბარსას'' თავკაცმა ხოსეპ გვარდიოლამ, Marca-სთან მიცებულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ესპანური ფეხბურთის ისტორიაში, რაული და ჩავი ერნანდესი, ერთ-ერთი საუკეთესოები არიან.

პეპმა საქებარი სიტყვები რაულისადმი არ დაიშურა. მოგეხსენებათ, რომ ის ამჟამად ''შალკეს'' ღირსებას იცავს.

 

''ინიესტას და ჩავის გარეშე ''ბარსა'' ამდენს ვერ მიაღწევდა. მათ ყველა ''ბარსას ხერხემალს'' ეძახიან. ეს ასეც არის. გუნდი ამ ორი ფეხბურთელის გარეშე წარმოუდგენელია. ასევე ესპანეთის ნაკრებში ჩავი უდიდეს როლს ასრულებს. რთულია თქვა, თუ ვინ არის "ფურია როხაში" ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი. ასევე ჩვენ არ უნდა დაგვავაიწყდეს, რაული. ის ესპანეთის ნაკრების ისტორიაში დიდი სიტყვაა. ჩემი აზრით, ამჟამინდელი მსოფლიოს ჩემპიონების ისტორიაში, საუკეთესოები სწორედ ჩავი და რაული არიან'' -ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს მადრიდული გამოცემა "მარკა".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.