ჩავიმ სეზონი გოლების გატანით დაიწყო

ჩავიმ სეზონი გოლების გატანით დაიწყო

"ბარსელონას" გამთამაშებელმა ჩავიმ, სეზონი გოლების გატანით დაიწყო. მის ანგარისზე უკვე 3 გოლია.

 

ლიგაში ჩატარებული 390 მატჩში, ჩავიმ 41 გოლის გატანა მოახერხა. გოლების მხრივ საუკეთესო სეზონი მას რაიკაარდის მწვრთნელობის დროს ჰქონდა, 2007/08 წლებში, როცა მან შვიდჯერ მოახერხა მეტოქის დამწუხრება. გუნდის სათავეში პეპ გვარდიოლას მოსვლის შემდეგ ჩავიმ 6 გოლი გაიტანა იმ სეზონში, როცა გუნდმა "ტრიპლეტი" შეასრულა, მომდევნო წელს 3-ჯერ აიღო მეტოქის კარი, ხოლო წელს უკვე 3 გოლი ჩაიწერა აქტივში. ეს კი ჩავისთვის გოლების კუთხით საუკეთესო მაჩვენებელია სეზონის დასაწყისში.

 

სამი გოლი გასულ ორ სეზონში

ჩავიმ უკვე გაიმეორა გასული ორი სეზონის შედეგი, როცა მან ლიგაში სამჯერ აიღო მეტოქის კარი. ეს მოხდა თავდაპირველად "ესპანიოლის" წინააღმდეგ თამაშისას (1:5), შემდეგ "სან მამესზე" (1:3) და მოგვიანებით "კამპ ნოუზე" მაშინ, როცა "ბარსამ" "რეალი" გაანადგურა (5:0).

2009/10 წლებში ჩავიმ "ვალიადოლიდის" კარში გაიტანა (1:3), მოგვიანებით "ვილიარეალი" დაამწუხრა (1:4), შემდეგ კი საშინაო მატჩში "ხეტაფეს" კარი დალაშქრა (2:1). ვერც გასულ სეზონში და ვერც ორი წლის წინ, მან ვერ მოახერხა პირველ 7 შეხვედრაში გოლის გატანა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.