პედროს პრეს-კონფერენცია

პედროს პრეს-კონფერენცია

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელი, პედრო როდირეგესი, აცხადებს, რომ მიუხედავად სანაკრებო ბატალიებისა, გუნდი "დასვენებულია, კარგ ფორმაშია და საკუთარი თავის რწმენა აქვს"  შაბათის მატჩის წინ, სადაც ისინი წარსდგებიან "რასინგის" წინააღმდეგ.

 

ხუთშაბათს გუნდს არგენტინელი და ბრაზილიელი ლეგიონერები შეუერთდნენ და პეპ გვარდიოლას ხელთ სრული შემადგენლობა წარსდგა. მწვრთნელმა ყველაფერი, გააკეთა, რათა ყველაფერი ჩვეულ ფრომაში ჩამდგარიყო და ახლა გუნდი მზადაა "რასინგის" წინააღმდეგ სათამაშოდ "კამპ ნოუზე".

 

საუკეთესო ფორმა  

 

პედრომ განაცხადა: "რთულია ჩადგე საუკეთესო ფორმაში სანაკრებო შესვენებების შემდეგ", მაგრამ გრძნობს, რომ თავის გუნდს შეუძლია ძალების სრულად აღდგენა. კითხვაზე, ჩაუვარდება თუ არა ეს მატჩი "ბარსელონას", კანარის კუნძულელმა უპასუხა: "ყველაფერს ვნახავთ... ჩვენ ბრწყინვალედ ვვარჯიშობთ, საკუთარი თავის რწმენა გვაქვს და კარგ ფორმაშიც ვიმყოფებით. "რასინგს" ბრწყინვალე გუნდი ჰყავს და სანახაობრივ თამაშს ველით "კამპ ნოუზე". ისინი შეეცდებიან მოიპოვონ ქულები. ისინი ვინც, ჩვენთან ერთად იყვნენ ნაკრებში, საკმაოდ ძლიერად გამოიყურებიან, მაგრამ ვთვლი, რომ ყველაფრისთვის მზად ვართ".

 

პედრომ განაცხადა: "რთულია აჩვენო საუკეთესო თამაში მას შემდეგ, რაც ამდენი დრო დავყავით მოედანზე და ვიმგზავრეთ სანაკრებო თამაშების დროს, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გვჯერა საკუთარი თავების და "რასინგთან" 100%-ით მობილიზებულნი გავალთ სათამაშოდ. პრივილეგიაა, რომ ამდენი მოთამაშე წაიყვანეს ჩვენი გუნდიდან ეროვნულ ნაკრებში".

 

ახლოს 50 გოლთან

 

იმ შემთხვევაში, თუ პედრო მოახერხებს დუბლის გაფორმებას შაბათს, ბურთების რაოდენობას ოფიციალურ შეხვედრებში 50-მდე დაამრგვალებს. "ეს რთული იქნება. მე დასვენებული ვარ და არ არსებობს ისეთი რამ, რაც უკან დამახევინებს. მე მხვდა წილად ის ბედნიერება, რომელიც "ბარსასთან" ერთად ფინალში თამაშს ქვია. მახსოვს აბუ დაბი, ევროპის სუპერ-თასი, მატჩები მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ. ესენი ჩემი საყვარელი მოგონებებია, იმედი მაქვს, კიდევ დიდხანს გავაგრძელებთ ასე თამაშს".

 

როდესაც პედროს ჰკითხეს, თუ როგორ არიან ჩავი და აბიდალი, მან უპასუხა: "ორივენი კარგად არიან და ვარჯიშობენ, მაგრამ გადაწყვეტილებას ბოსი მიიღებს. იმედი მაქვს, ისინი დაეხმარებიან გუნდს, რადგანაც მათ ყოველთვის აქვთ ისეთი რამ, რაც თამაშს უფრო მრავალფეროვანს ხდის".

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=iCCMuArk0YU]

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.