მაქსველი: "ვამაყობ იმით, რომ "ბარსაში" ვთამაშობ"

მაქსველი: "ვამაყობ იმით, რომ "ბარსაში" ვთამაშობ"

ესპანური "ბარსელონას" ბრაზილიელმა მცველმა, მაქსველმა განაცხადა, რომ მისთვის უდიდესი პატივია ლურჯ-ბროწეულისფერი ფორმის ტარება. ასევე მან საქებარი სიტყვები არ დაიშურა მისი თანაგუნდელის, ლიონელ მესისადმი.

 

"კატალონიაში თამაში მაშინ, როცა გუნდს ასეთი ბრწყინვალე დრო უდგას, უდიდესი პატივია. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მომიწია "ბლაუგრანას" ღირსების დაცვა. ეს მართლაც შესანიშნავი ისტორიის მქონე გუნდია და მიხარია მეც ახალი ისტორიის შექმნაში რომ ვიღებ მონაწილეობას. რაც შეეხება ლიონელ მესის, იგი არ არის ამ პლანეტიდან. ლეო უბრალოდ გასაოცარი ფეხბურთელია. მას ყველაფერი შეუძლია. არგენტინელმა ბევრჯერ დაამტკიცა თავისი საუკეთესოობა, როგორც კლუბში, ისევე ნაკრებში. დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრს მიაღწევს და ნაკრებთან ერთადაც უამრავ ტიტულს მოიპოვებს." -ციტირებს მაქსველის სიტყვებს მადრიდული გამოცემა "მარკა".

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.