“ესპანიოლი”-”ბარსელონა” – რაიკაარდის მატჩისშემდგომი კომენტარი

“ესპანიოლი”-”ბარსელონა” – რაიკაარდის მატჩისშემდგომი კომენტარი

მიუხედავად იმისა, რომ ფრანკ რაიკაარდი გუშინდელ მატჩში დაფიქსირებული შედეგით (1:1) უკმაყოფილოა, იგი მაინც თვლის, რომ მისმა ფეხბურთელებმა შესანიშნავად წარმართეს თამაშის და რომ მათ აშკარად გააუმჯობესეს გასვლით თამაშებში გამოსვლა.

უპირატესობა

რაიკაარდი თვლის, რომ პირველ ტაიმში მისი გუნდი მთლიანად ფლობდა უპირატესობას. "ესპანიოლი” საკმაოდ აგრესიულად თამაშობდა და ჩვენ გვიწევდა ბევრი ორთაბრძოლის მოგება. მეორე ტაიმში კი მათ მოუმატეს, ჩვენ კი არა. საბოლოოდ კი გამოვიდა ის, რაც ხდება ხოლმე, როდესაც არ გამოიყენებ საგოლე მომენტებს” – აცხადებს "ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი.

მოწინააღმდეგის თამაში

რაიკაარდი თვლის, რომ დაცვა იშვიათად ერთვებოდა თავდასხმაში, ხოლო თავდამსხმელები ძალზე წინ თამაშობდნენ, რის შედეგადაც წარმოიქმნა დიდი სივრცე მათ შორის. "ეს რომ არ ყოფილიყო, ჩვენი თამაში უფრო სახიფათო იქნებოდა მოწინააღმდეგისთვის” – თვლის რაიკაარდი.

მისი აზრით "ესპანიოლი” საუკეთესოდ მოქმედებდა როგორც გუნდი, "ისინი კარგ ფორმაში არიან, ჰყავთ კარგი თავდამსხმელები და აქვთ საჭირო განწყობა. ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ვთამაშობდით სეზონის ერთ-ერთ ფავორიტ კლუბთან, რომელიც ამჟამად კარგ ფორმაშია”.

რონალდინიო

კითხვაზე, თუ რატომ ვერ მოხვდა რონალდინიო ძირითად შემადგენლობაში, რაიკაარდი პასუხობს: "მე უნდა ამერჩია თერთმეტი ფეხბურთელი და მე გავაკეთე ეს არჩევანი. რონალდინიო კარგად ჩაერთო თამაშში, იგი უფრო და უფრო იკრეფს ფორმას”. რაც შეეხება მესის, რაიკაარდმა აღნიშნა, რომ იგი შესანიშნავად ფლობს ბურთს, მაგრამ "თუ ეს იქნებოდა გუნდისთვის უფრო ეფექტური, ჩვენ მოვიგებდით”.

ვარჯიში სამშაბათს

"დეპორტივოსთან” მატჩის წინ რაიკაარდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაასვენოს თავისი შეგირდები. გუნდის პირველი მატჩი იმ კვირაში გაიმართება სამშაბათს, ადგილობრივი დროით 17:30 საათზე.

წყარო: www.barcamania.ru

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.