პრუნა: "მესი არის იმ ფეხბურთელთაგანი, რომელიც ძალიან ჯანმრთელია"

პრუნა: "მესი არის იმ ფეხბურთელთაგანი, რომელიც ძალიან ჯანმრთელია"

კატალონიის "ბარსელონას" სამედიცინო შტაბის ხელმძღვანელმა, რიკარდ პრუნამ, განაცხადა, რომ ლიონელ მესი არის ერთ-ერთი იმ "ბარსელონას" ფეხბურთელთაგანი, რომელსაც ბრწყინვალე ჯანმრთელობა აქვს. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა "მარკა".

 

პრუნას თქმით, ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ ლიონელმა ბევრი რამ ისწავლა და უკეთ უვლის საკუთარ თავს, ცხოვრობს ჯანსაღი ცხოვრების წესით: "ფეხბურთის მოთამაშე იწყებს ფიქრს, როდესაც უამრავ ტრავმას იღებს. ახლა კი მე შემიძლია ვთქვა, რომ მესიმ გამოცდილება მიიღო და ადაპტაციას გადის სხვა პირობებთან. ჩვენი დახმარებით მან უკვე იცის, თუ როგორ უნდა დაისვენოს. ლეო საკუთარ თავს ტვირთავს რაციონალურად და საკმაოდ გამოცდილია ამ საკითხში". დაასრულა რიკარდ პრუნამ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.