“ესპანიოლი”-”ბარსელონა” – რაიკაარდის წინასამატჩო ინტერვიუ

“ესპანიოლი”-”ბარსელონა” – რაიკაარდის წინასამატჩო ინტერვიუ

ფრანკ რაიკაარდმა აღნიშნა, რომ მან იცის იმის შესახებ, რომ "ესპანიოლი” შესანიშნავ ფორმაში არის და დღევანდელ დერბიში ფავორიტი არ არსებობს. მისი განცხადებით, გუნდების სათამაშო ფორმის გათვალისწინებით, ეს იქნება ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო დერბი.

ზოგიერთი დღევანდელ მატჩი ფავორიტად "ბარსელონას” მიიჩნევს, მაგრამ რაიკაარდი ესე არ ფიქრობს და აცხადებს: "თუ თქვენ შეხედავთ სატურნირო ცხრილს, ნახავთ, რომ მოწინააღმდეგეს შესანიშნავი შედეგები აქვს ჩვენს შორის ქულატა სხვაობა არც ისე დიდია. საერთოდ, დერბიში ფავორიტი არ არსებობს. ჩვენ მზად ვართ ჩავიდეთ მათთან და მოვიგოთ, იმისდა მიუხედავად, რომ ისინი შესანიშნავ ფორმაში არიან”.  თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ უკვე ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც "ბარსელონამ” სტუმრად მოიპოვა გამარჯვება.

"ესპანიოლი” კარგ ფორმაშია

ვალვედრეს გუნდს შესაძლოა სეზონის სტარტი არცთუ წარმატებული ჰქონდა, მაგრამ ახლა "ესპანიოლს” 9 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. "სევილიასთან” გასვლაზე მოგება "ესპანიოლისთვის” გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა და 13 ტურის შემდეგ კატალონიელები ჩემპიონთა ლიგის ზონაში იმყოფებიან. "ისინი კარგად თამაშობენ სტუმრად. ეს არის კარგად ორგანიზებული და ტალანტური გუნდი. მაგრამ როდესაც ისინი თამაშობენ სახლში, უფრო უჭირთ, რადგან ისინი ფავორიტის რანგში არიან და ეს ჩვენ უპირატესობას გვაძლევს. მაგრამ, მოწინააღმდეგე კარგად გამოიყურება ძლიერი გუნდების წინააღმდეგ თამაშებში” – განაცხადა რაიკაარდმა.

ერნესტო ვალვერდე

"ესპანიოლის” დღევანდელ მწვრთნელს ლა ლიგაში დებიუტი სწორედ "ბარსელონასთან” მატჩში ჰქონდა, იმ "ბარსელონასთან”, რომელშიც თავის პირველ სეზონს ატარებდა ფრანკ რაიკაარდი. იმის შემდეგ ვალვერდე "ესპანიოლში” გადაბარგდა, გუნდი უეფას თასის ფინალში გაიყვანა, ხოლო წელს მისი გუნდი ესპანეთის ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესოა. რაიკაარდის აქებს ვალვერდეს და აცხადებს, რომ იგი "ასრულებს დიდ სამუშაოს და აჩვენებს კარგ შედეგებს. მან შექმნა ლა ლიგაში ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი და ჩვენ მას ეს უნდა მივულოცოთ. ის არის ისეთი დონის მწვრთნელი, რომ შესძლებს ნებისმიერ კლუბში მუშაობას”.

დამატებითი მოტივაცია

გასულ სეზონში "ბარსელოანამ” ესპანიოლი ვერცერთ მატჩში ვერ დაამარცხა.  "მონჟუიკზე” მასპინძლებმა მოიგეს 3:1, ხოლო "ნოუ კამპზე” მატი ფრედ, 2:2 დასრულდა. ეს ფაქტი "ბარსელონას” დამატებით მოტივაციას აძლევს.

ანრის ტრავმა

ფრანგმა თავდამსხმელმა გამოტოვებს შაბათის მატჩს ტრამვის გამო. ფრანკ რაიკაარდი ფიქრობს, რომ ეს არის კარგი შანსი ფეხბურთელის დასასვენებლად: "იგი ჯერ კიდევ გამოჯანმრთელების პროცესშია. მე მას ველაპარაკე, მას სჭირდება ეს მომენტი დასასვენებლად, რათა შემდეგში უკეთ ათამაშდეს. იგი ჯერ კიდევ ადაპტაციას გადის, მაგრამ მაინც ითამაშა ყველა თამაში. იგი ყველანაირად მხარს უჭერს გუნდს, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ გვჭირდება ექიმების თანხმობა”.

რონალდინიო სათადარიგოთა სკამზე

თავისი კატალონიური კარიერის განმავლობაში რონალდინიო მესამედ დარჩა სათადარიგოთა სკამზე ევროტურნირებზე. "მე უნდა ავირჩიო 11 ფეხბურთელი. ეს ჩვეულებრივი მომენტია და ყოველთვის შეიძლება მოხდეს. დღეისათვის რონალდინიო ფიზიკურად და მორალურად ასი პროცენტით მზად არის და შეუძლია პირველივე წუთებიდან თამაში” – განაცხადა რაიკაარდმა.

10 კანტერანო

გუნდში მომრავლებული ტრამვიანობის გამო რაიკაარდი იძულებული გახდა პირველ გუნდში პირველად მოეწვია კანტერას ორი ფეხბურთელი – ბოტია და ვიქტორ სანჩესი. "მე კანტერადან ავიყვანე ორი ფეხბურთელი. მათთვის ეს გამოცდილება სასარგებლო და საინტერესო იქნება”.

წყარო: www.barcamania.ru

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.