"ბარსელონა" ასპილიკუეტას აკვირდება

"ბარსელონა" ასპილიკუეტას აკვირდება

კატალონიის "ბარსელონა" დიდი ხანია აკვირდება ფრანგული "მარსელის" ესპანელ მცველ სეზარ ასპილიკუეტას იტყობინება გამოცემა Cadena Ser. "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობა მოელაპარაკება მარსელელებს და შესაძლოა 22 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 წლის მაქსველი გაუშვან.

 

"მარსელი" დაინტერესებულია ბრაზილიელი მაქსველით უკვე ძალიან დიდი ხანია. ახლა კი, როცა "ბარსამაც" გამოთქვა ინტერესი ფრანგების ერთ-ერთ ფეხბურთელზე, შესაძლოა საინტერესო გაცვლა მოხდეს. ასპილიკუეტა "ლიგა 1-ში" 2010 წელს, "ოსასუნადან" გადავიდა. მან 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თითოეულ მათგანში კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა. რაც შეეხება კატალონიელთა 30 წლის მოთამაშეს, იგი ლურჯ-ბროწეულისფერ ფორმას 2009 წლიდან მოყოლებული ატარებს და 52 შეხვედრის ჩატარებაც მოასწრო.

 

ვნახოთ მოხდება თუ არა ეს საინტერესო გაცვლა და საბოლოოდ რომელი გუნდი დარჩება უფრო მოგებული.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.