სუბისარეტა: "აფელაის შემცვლელის ყიდვას არ ვაპირებთ"
კატალონიის "ბარსელონას" სპორტულმა დირექტორმა ანდონი სუბისარეტამ განაცხადა, რომ კლუბის ხელმძღვანელობა არ აპირებს ზამთრის სანტრანსფერო ფანჯრისას ჰოლანდიელი ფეხბურთელის, იბრაჰიმ აფელაის შემცვლელის ყიდვას. როგორც მოგეხსენებათ იბიმ ხუთშაბათს ვარჯიშზე მიიღო ტრავმა. პარასკევს მას ოპერაცია ჩაუტარდა და ახლა 6 თვიან მკურნალობის კურსს გადის. ექიმების თქმით, იგი წესით აპრილში უნდა დაუბრუნდეს მოედანს.
"აფელაის ტრავმა ძალიან ცუდი ამბავია, თუმცა ჩვენ გვყავს ისეთი ძირითადი შემადგენლობის და მეორე გუნდის ფეხბურთელები, რომ არანაირად არ არის ახალი მოთამაშის შეძენა. ამიტომ ზამთარში არავის გადმოვიბირებთ, როგორც აფელაის შემცვლელად." -განაცხადა სუბისარეტამ.
როგორც მოგეხსენებათ იბრაჰიმი "ბარსელონაში" ამა წლის ზამთარში გადმოვიდა და გუნდის 17 ოფიციალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]