"სპორტინგი" - "ბარსელონა" 2 ოქტომბერს გაიმართება

"სპორტინგი" - "ბარსელონა" 2 ოქტომბერს გაიმართება

  "ბარსელონა" ხიხონში მომდევნო შაბათ-კვირას გაემგზავრება და შეეცდება სამი ქულა აართვას გუნდს, რომელსაც წელს ლიგაში გამარჯვება არ უზეიმია. თამაში კვირას, 2 ოქტომბერს, თბილისის დროით 22 საათზე გაიმართება.

 

23 დღეში 7 მატჩიან მარათონს "ბარსელონა" ხიხონის "სპორტინგთან" შეხვედრით დაასრულებს. მატჩის თარიღი და დრო საბოლოოდ განისაზღვრა და დადგინდა, რომ დაპირისპირება 2 ოქტომბერს, 22 საათზე შედგება. "ელ მოლინონზე" თამაში უკანასკნელი იქნება ლიგაში, სანაკრებო ბატალიების განახლების წინ.

 

მანუელ პრესიადოს გუნდთან დაპირისპირებამდე "ბარსას" ელის შეხვედრა "ვალენსიასთან" ხვალ. ასევე ჯახი მადრიდის "ატლეტიკოსთან", რომელიც შაბათს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება. შემდეგ კი გუნდი ბელორუსიაში გაემგზავრება და "ბატე ბორისოვს" დაუპირისპირდება. თამაში სტანდარტულად ჩემპიონთა ლიგისთვის ჩვეულ დროს, ანუ თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.